იტვირთება...

ინტუიცია

გურამ კახაძე

4,704 ნახვა
5
(0 რეცენზია /5 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
13
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ინტუიცია პირად ცხოვრებაში და კარიერაში; აზარტულ თამაშებში და ტოტალიზატორში; ბიზნესში და ფინანსებში.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
კაცობრიობის გარიჟრაჟზე, პირველყოფილი ადამიანის ქმედებებში, ისევე როგორც ცხოველებში, დომინირებდნენ რეფლექსები, რომლებმაც გამოიწვიეს ინსტიქტების ჩამოყალიბება. მაგრამ ადამიანებსა და ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებს ინსტიქტების გარდა გააჩნიათ ინტუიცია, რომელიც თვითგადარჩენის რეფლექსის ერთ-ერთ სტრუქტურას წარმოადგენს. პირველყოფილი ადამიანი ინტუიციურად აღიქვამდა სამყაროს და მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი ინტუიციაზე იყო დამოკიდებულ. მაგრამ ევოლუციის პერიოდში ადამიანმა შეიძინა ლოგიკა, რომელმაც გადაწონა ინტუიცია და მისი წყალობით ადამიანი გაბატონდა მთელს სამყაროში. ამ პერიოდიდან მოყოლილი,ადამიანი სულ უფრო იშვიათად მიმართავს ინტუიციას, რამაც გამოიწვია ინტუიციის ერთგვარი რეგრესი,მაგრამ ის არ გამქრალა ჩვენი ფსიქიკიდან. დღეს ჩვენს გონებაში ინტუიცია ისევე მუშაობს, როგორც ეს იყო პირველყოფილი ადამიანის დროს, უბრალოდ, დღევანდელი ადამიანი გადაეჩვია მის მიერ მოწოდებული სიგნალების აღქმას. ამ წიგნის მეშვეობით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აღიდგინოთ თქვენი უდიდესი ნიჭი - ინტუიცია. თქვენ უნდა შეძლოთ მის მიერ მოწოდებული იფორმაციის ზუსტი ანალიზი და თქვენი ინტუიციის "ენის" შესწავლა რომ შეძლოთ მისი გამოყენება მაშინ, როდესაც თქვენ ის დაგჭირდებათ. თუ თქვენ სრული პასუხისმგებლობით მოეკიდებით წიგნში აღწერილ სავარჯიშოებს, თქვენი ინტუიცია იმ დონეზე გავარჯიშდება, რომ თქვენ შეგეძლებათ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან მარტივად გამოსვლა, თქვენ შეგეძლებათ მომავალი პრობლემის წინასწარ განჭვრეტა და მისი მომენტალურად აღმოფხვრა და თქვენი წინასწარგანჭვრეტის უნარი იმ დონეზე გავარჯიშდება, რომ თქვენ ეს ძალიან გაგაკვირვებთ წიგნში აღწერილი სავარჯიშოები მთლიანად მეცნიერულ საფუძვლებზეა დაყრდნობილი და იგი არ შეიცავს საფრთხეს თქვენი ფსიქიკისთვის. წიგნი შედგება 3 ნაწილისაგან. პირველი ნაწილი შემეცნებითია ხოლო დანარჩენი ორი ნაწილი უშუალოდ ინტუიციის გაძლიერებას და ინტუიციურ სავარჯიშოებს ეთმობა. მე არ გირჩევდით პირველი ნაწილის იგნორირებას, ვინაიდან ამ ნაწილიდან თქვენ ბევრ საინტერესოს გაიგებთ და თანაც მის წაკითხვაზე თქვენ 1,5-2 საათზე მეტი არ დაგეხარჯებათ. თუ თქვენ მოინდომებთ, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ ინტუიციის იმ დონეზე განვითარებას, რომ მისი მეშვეობით, თქვენთვის ნებისმიერი ზღუდე და ნებისმიერი საკითხი იოლი გადასალახი გახდება, ინტუიცია თქვენ გაგიხსნით ისეთ შესაძლებლობებს, რომელზედაც თქვენ ვერც კი იოცნებებდით.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ინტუიცია
გამოცემის თარიღი:
2017
გვერდები:
125
კატეგორია:
ფსიქოლოგიური
ნახვები:
4704
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(5) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [5]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]