ბრძენკაცის შიში II

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

4315

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

პატრიკ როტფუსის „მეფის მკვლელის ქრონიკის“ მეორე წიგნის, „ბრძენკაცის შიშის“ დასასრული სწორედ იმ ამბის დასაწყისია, რომელიც სერიის დასკვნითი ნაწილის კარიბჭეებს გაგვიხსნის. – ბინდისფერი ზმანებიდან დღის სინათლეზე გამოსული, უკიდეგანო მინდორში ამოზრდილი ერთადერთი გიგანტური ხის ჩრდილში მდგომი დედიშობილა ქვო თავის პირად განსაწმენდელს გაივლის. ბინდში დაბრუნებისას ის უკვე აღარც მხოლოდ ტკბილად მომღერალი ედემა რუა და აღარც თავგადასავლების მაძიებელი სტუდენტი. ქვო ნელ-ნელა მამაკაცად იქცევა, იზრდება, მხრებში იშლება, მკლავში ძალა და გულში ალი ემატება. წარსულს ცრემლებით აღარ იხსენებს, მომხდარი უკვე ბოლომდე გამოიგლოვა. მისთვის წარსული იმ წინაპირობადაა ქცეული, რომლითაც საიდუმლოების ამოხსნასა და შურისძიებას, ხელიდან გამსხლტარი ყველა სახელის დამორჩილებას შეძლებს. ქვოს თავგადასავალი სხვა მდინარეების ნაპირებსა და სხვა ენაზე მოლაპარაკეთა მიწებზე გრძელდება. ადგილს ადგილი ცვლის, უკან კი სისხლის გრძელ კვალი რჩება... ქვო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. ფიზიკურად გაძლიერებული წარსულს სამუდამოდ ეთხოვება და იმ გზას ადგება, რომელიც, საბოლოოდ, ფუნდუკ „შარაქვას“ მარადიულ სიჩუმემდე მიიყვანს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941467851
გამომცემლობაწიგნები ბათუმში
გვერდები799
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელია. მოსახლიშვილი. დ.ბალიაშვილი
გამოცემის წელი2017