თომას ზღაპრები
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
16911
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გიორგი კეკელიძე
გამომცემლობა
საქართველოს უნივერსიტეტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"სიყვარულის ახსნა ჯადოს ახსნაზე ძნელი ყოფილა, ბაიბურა – თქვა თომამ – და სამჯერ უბაფთოდ შეკრულ თასმის ახსნაზე ძნელიც. ვინ მოიგონა ეს საშინელი წესი? არ შეიძლება გავაუქმოთ? – ჩვენ, ჯადოქრებს, ჩვეულებრივი სკოლის წესების შეცვლა არ შეგვიძლია თომა – თანაგრძნობით ამოიოხრა კეთილმა ბუმ – სანამ სკოლის მოსწავლე ხარ, ჯუჯობა ვერ გიშველის. – ბაიბურა, ბ ა ი ბ უ რ ა – რატომღაც დამარცვლით გაიმეორა თომამ – ყველაზე ცუდი ის არის, რომ, როცა გიყვარს, ყველაფერი თავდაყირა დგას. – ვიცი თომა, სიყვარული უდრის თავდაყირა სიარულს. ასე წერია გრძნობების მათემატიკაში." გიორგი კეკელიძის "თომას ზღაპრების" პერსონაჟი თომაა, პატარა ჯუჯა, რომელშიც უფროსი თუ ბავშვი საკუთარ თავს აღმოაჩენს... ზღაპრების ეს წიგნი იმ საბავშვო ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომელთა წაკითხვა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები