ფუტკრების იდუმალი ცხოვრება
რეიტინგი
4.9 / 5
ნახვა
4497
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სიუ მონკ კიდი
გამომცემლობა
დიოგენე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ამერიკელი მწერლის, სიუ მონკ კიდის რომანი „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“ 2002 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. რომანში გადმოცემულია მოზარდის სულიერი ჩამოყალიბების პროცესი - თემა, რომელსაც ჯერომ სელინჯერისა და ჰარპერ ლის წყალობით ამერიკულ ლიტერატურაში მდიდარი ტრადიცია აქვს. თოთხმეტი წლის ლილი ოუენსი, რომელსაც ადრეული ბავშვობისას შემთხვევით დედა შემოაკვდა, თავის ისტორიას მოგვითხრობს. შავკანიან მსახურ ქალთან ერთად ლილი შინიდან გარბის, რათა თავი დააღწიოს მამის დესპოტიზმს. ის გამოცდის მარტოობას, შეიტყობს სიმართლეს დედაზე და, ბოლოს, ჰუმანური და ბრძენი მეფუტკრე ქალების ოჯახში მოხვედრის შემდეგ, სულიერ სიმშვიდეს პოვებს. საინტერესო სიუჟეტი, ფსიქოლოგიზმი და ორიგინალური სიმბოლიკა რომანს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები