სულის პური
რეიტინგი
4.9 / 5
ნახვა
11126
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სოფიო ჯაფარიძე
გამომცემლობა
"საბას" წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
სოფიო ჯაფარიძის „სულის პური” ძალიან წააგავს პოეტურ კრებულს: სტილური დახვეწილობით, შინაგანი ტევადობით,ლირიკული ნაკადით. ეს ნაკადია, მთელ კრებულს რომ განმსჭვალავს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მეცნიერული ნარკვევიც, სილუეტიც, პუბლიცისტური სტატიაც პოეტურობით უნდა სუნთქავდეს, რათა შემეცნებით მხარესთან ერთად ძალუმად გაგრძნობინოს ის ემოცია, ურომლისოდაც შესაფერისი შთაბეჭდილება ვერ მოჰყვება ზნეობრივ მაგალითთა წარმოჩენას, ისერიგად ვერ აგიყოლიებს პერსონაჟთა არაორდინარული ცხოვრების წესით თუ სულისათვის დიდად მარგი ეპიზოდებით. გენეტიკური ხაზი, რომელსაც სოფიო ჯაფარიძე აგრძელებს, თავისთავად მოითხოვდა იმ ზნეობისა და სიმართლისმაძიებლობის შენარჩუნებას, რაც ასე აუცილებელია ჩვენს ბევრწილად მორღვეულ საზოგადოებრივ-კულტურულ რეალობაში, აღიარებას იმ ორიენტირებისა, რომელთაც უნდა გაგვიშუქონ ნაცრისფერი გარემო და გადაგვიყვანონ ახალ სივრცეში.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები