იტვირთება...

ელფერის სასახლის ქურდი

იაკო გაჩეჩილაძე

| iako
3,224 ნახვა
3.75
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
2015 წელს თეთრი ფურცლები ნელ-ნელა შეფერილობას იძენდა და ივსებოდა რომანით `მკვლელობა შავი იებით“. პირველი წიგნი, რომელიც შექმნა ავტორმა ქალზე, რომელმაც საბედისწერო კოცნით დაანგრია თავისი კარიერა და შეშინებული სამშობლოს გაექცა. უკან დაბრუნებული კი თავად ყოფილი უფროსის მკვლელობაში იქნა ეჭვმიტანილი. პირველი წიგნის შექმნის შემდეგ ავტორი ახალ რომანზე ფიქრობდა, მაგრამ ისე ჩაითრია თეთრი ფურცლების შეფერადებამ თავისი ნაფიქრით, რომ მესამე რომანიც მასთან ერთად შექმნა. რომანი, რომელშიც გოგონა 5 წლის ასაკიდან თითქოს უცბად გაიზარდა ახალ სახლში გადასვლისას და სამუდამოდ გამოემშვიდობა ბავშვობის სიყვარულის სახლს და თავად ბავშვობასაც. ახალ სახლში უსიყვარულოდ მყოფი 20 წელი თავის თავს არწმუნებდა, რომ უკან დაბრუნდებოდა და მის პირველ საოცარ სიყვარულს, სახლს დაიბრუნებდა. უკან დაბრუნებამ კი მოუწია როგორც ახალგათხოვილ ელფერს, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ თავის სასახლეში, თავის ერთადერთ სიყვარულის სახლში მიჰყავდა ამ საბედისწერო ქორწინებას... წიგნი თავად ავტორს შთააგონა იმ ტკივილმა, როცა მართლა დაკარგა თავისი ბავშვობის სახლი. მისი გონება მუდამ იმ სახლში დაქროდა, თუმცა იცოდა, რომ მას უკან ვეღარასდროს დაიბრუნებდა... ზუსტად ეს ბავშვობის სახლი მან ამ წიგნში ნამდვილ სასახლედ გადააქცია...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ბავშვობის სახლი, რომელიც პატარაობისას დავტოვეთ და სხვაგან გადავედით, მას მერე ერთადერთი იყო, რომელსაც ჩემთვის ჩემი სახლი ერქვა, მხოლოდ ჩემი სახლი. სახლი, რომელიც ძალიან მიყვარდა, მომწონდა და ბავშვობას მაგონებდა. მას შემდეგ ბავშვობაც და ეზოში ბედნიერად მოთამაშ¬ე გოგონაც სადღაც უცბად გაქრა... და იმ სახლში აღმოვჩნდი, რომელიც ვერ შევიყვარე მთელი 20 წლის განმავლობაში. მთელი 20 წლის განმავლობაში ვუყურებდი ეზოში მოთამაშე ბავშვებს და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ეს სახლი შენი არ არის, არც ეს ეზოა შენი, ისინი შენი ნაწილი ვერასოდეს გახდებიან, რადგან ბავშვობა იქ დატოვე, იმ სახლში, რომელიც შენი იყო, შენი და მეტი არავისი. ახალ სამოსახლოში არასდროს მდომებია ეზოში ჩასვლა და იქ თამაში, ჩემთვის მხოლოდ ერთადერთი სახლი არსებობდა, სახლი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობდი მხოლოდ 5 წლამდე, ბავშვობის ეზოში, სადაც ბავშვებთან და პირველ მეგობრებთან ერთად დავრბოდი და ვთამაშობდი. 5 წლის მერე ახალ სახლში თავს ტყვედ ვგრძნობდი, სიზმრებშიც კი იმ სახლს ვეძახდი და იმ ეზოში დავრბოდი, ვთამაშობდი და მეგობრებს ვნახულობდი. სიზმრებში იმ სახლს ვეფერებოდი და ვესიყვარულებოდი, რომელიც ჩემთვის ყველა მდიდრულ სახლზე უფრო ლამაზი და საინტერესო იყო... რადგან იქ ვიყავი მხოლოდ პატარა გოგონა, რომელიც თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ ახალ სახლში გადასვლისას უცბად გავიზარდე და დიდი გოგო გავხდი... ჯერ კიდევ ადრე გავხდი დიდი გოგო, რომელიც ცდილობდა მთელი 20 წელიწადი იმ სახლისთვის ეცქირა, რომელიც არ უყვარდა და ძველი სახლის სიყვარული დაევიწყებინა. ძველი სახლის ქუჩაზე გავლილს ყოველთვის ცრემლები მეძალებოდა, მაგრამ თავს ამის უფლებას ვეღარ ვაძლევდი, რადგან ვიცოდი, რომ ის სახლი უკვე ძველი ბავშვობის სახლი იყო და მეტი აღარაფერი... იქ მოხვედრა ჩემთვის ხელახალი ჭრილობების გახსენება იყო. თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებდი, როცა ძველი სახლის ლიფტის კარზე ჩემი და ძმების სახელები ეწერა. წარწერას შევხედავდი და მხოლოდ ეს ერთი რამ მანუგეშებდა, ცრემლი რომ არ მომრეოდა, უცბად ავივლიდი კიბეს და მეზობელს ვესტუმრებოდი, ეზოს გადავხედავდი ფანჯრიდან და ძველ დროს ვიხსენებდი, სადაც გოგონა ეზოში დარბოდა და თამაშობდა... მხოლოდ იმ სახლზე ვფიქრობდი, ის სახლი მინდოდა და მჭირდებოდა, რომლის დაკარგვაში არავინ არასდროს დამიდანაშაულებია. ახალი სახლი უფრო დიდი იყო, ძველ სახლზე დიდი და კარგი ჩემი ოჯახისთვის... მაგრამ ჩემს ფიქრებსა და სიზმრებში მაინც ვერ დავთმე ძველი, რომლის სიყვარულიც, ვიცოდი, რომ მუდამ გულსა და სულში მექნებოდა გამჯდარი და არასდროს მივცემდი თავს მისი დავიწყების უფლებას... მთელი 20 წელიწადი მენატრებოდა და მსურდა იქ, იმ სახლში და მეგობრებთან მოხვედრა, თუნდაც ერთი წამით... ერთი წამით მოვხვედრილიყავი იმ ძველ დროში და მერე თუნდაც მომკვდარიყავი, ამაზეც თანახმა ვიქნებოდი, რადგან ის სახლი ჩემი ბავშვობის ერთადერთი სიყვარული იყო, რომლის დაკარგვა არ მინდოდა და არც არასდროს დამიკარგავს ჩემს ფიქრებსა და სიზმრებში... ის მხოლოდ ჩემი იყო, ჩემი ერთადერთი პატარა სიყვარულის სახლი... თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ადრე თუ გვიან დავიბრუნებდი... ყველაფრის ფასად... თუნდაც სიკვდილის ფასად... მაგრამ ახლა უკვე სხვისი სიკვდილის ფასად...
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ელფერის სასახლის ქურდი
გამომცემელი:
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
3224
რეიტინგი:
3,75
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
3.75
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [1]
  • 2
    [1]
  • 1
    [0]