კომუნისტური რუსეთი იოანეს გამოცხადებაში. ლენინია 666
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2683
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
თემურ დარახველიძე
გამომცემლობა
საბი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
წიგნის მთავარი მიზანი. მიზანი პირველი: დაარწმუნოს საზოგადოება,რომ სიცოცხლე ღვთაებრივი მოვლენაა,მოინანიოს საკუთრი ათეისტური წარსული ადამში და დაიბადოს უფალ იესო ქრისტეში. სამყარო არ არის ერთოთხიანი სივრცე, როგორც ათეისტები ამტკიცებენ, ის მრავალ ოთახიანია, მრავალგანზომილებიანია, სადაც გადადის ადამიანი გარდაცვალების შემდეგ. ეს დღეს უკვე კვანტურმა ბიოლოგიამ დაამტკიცა. ,,სიკეთის და ბოროტების’’ ხის ნაყოფი რომელიც ედემში ადამ და ევამ იგემა იგივეა, რაც ,,დამკვირვებლის’’ ფენომენი კვანტურ ბიოლოგიაში. მიზანი მეორე: დაარწმუნოს საზოგადოება, რომ იოანეს წინასწარმეტყველება ნამდვილად ჭეშმარიტია და ის შესაძლებელი გახდა ცოცხალი, ღვთაებრივი, უდროო, კვანტურ მრავალგანზომილებიან სამყაროში ინფორმაციის გაცვლის მეშვეობით. ასევე აცნობოს საზოგადოებას, რომ არსებობდა მეორე ცრუ იოანეც, რომელმაც სცადა გამოცხადების გაყალბება.მიზანი მესამე: დაარწმუნოს საზოგადოება, რომ იოანეს გამოცხადებაში მინიშნებული ,,წითელი ცხენი’’, ,,წითელი გველეშაპი’’ და ,,ღვთისმგმობელი წითელი შვიდთავიანი მხეცი’’ ათეისტური კომუნისტური პარტიაა. ამ პარტიის პირველი თავი ანტიქრისტე ლენინია. ეს მხეცი დღეს უკვე დაშლილი საბჭოთა კავშირია, რომლის შვიდი თავიც იყო ათეისტური, კომუნისტური პარტიის ლიდერები - გენერალური მდივნები: 1.ლენინი, 2. სტალინი, 3. ხრუშჩოვი, 4.ბრეჟნევი, 5. ანდროპოვი, 6. ჩერნენკო, 7. გორბაჩოვი. ღვთისმგმობელურმა ამ პოლიტიკურმა სისტემამ დედამიწის მეოთხედ ტერიტორიაზე, დედამიწის მესამედ მოსახლეობას წაართვა საკუთარი საწარმო-მეურნეობა, წაართვა წიტყვის თავისუფლება და მოკლა 100 000 000 ადამიანი. —სსრკ: 20 მილიონი; —ჩინეთი: 65 მილიონი; —ვიეტნამი: 1 მილიონი; —ჩრდილოეთი კორეა: 2 მილიონი; —კამბოჯა: 2 მილიონი; —აღმოსავლეთი ევროპა: 1 მილიონი; —ლათინური ამერიკა: 150 ათასი; —აფრიკა: 1, 7 მილიონი; —ავღანეთი: 1, 5 მილიონი; —საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობაში და კომუნისტები, რომლებიც არ იყვნენ მთავრობაში: 10 ათასი მოკლული. მიზანი მეოთხე: დაარწმუნოს საზოგადოება, რომ 1991 წლიდან მსოფლიო ცხოვრობს ქრისტეს მეორედ მოსვლის ათასწლეულ დროში და ამ ათასწლეულში არ მოხდება ქრისტეს ფიზიკურ ან ზეციურ სხეულში ჩამობრძანება დედამიწაზე. ქრისტეს მეორედ მოსვლა ნიშნავს მის სიტყვაზე აღმოცენებული თავისუფალი, დემოკრატიული ფასეულობების და ამ ფასეულობების დამცავი ქვეყნების - ამერიკის, ნატოს და ევროკავშირის დემოკრატიული პრინციპების გამეფებას დედამიწაზე, რაც დღეს ხდება. ეს მეფობა 1000 წელს გაგრძელდება. მიზანი მეხუთე:დაარწმუნოს საზოგადოება, რომ იოანეს გამოცხადებაში მინიშნებული მიცვალებულების პირველი აღდგომა ნიშნავს ქრისტიანული თავისუფლებისთვის, დემოკრატიული ფასეულობებისათვის მებრძოლთა სახელების პატივისცემის აღდგენას დედამიწაზე და არა მიცვალებულების ფიზუკურ გაცოცხლებას, ამოსვლას საფლავებიდან. მათ სახელებს დაარქმევენ ქუჩებს, მოედებს, დაწესებულებებს და ქალაქებს. ესეც ჩვენ თვალწინ ხდება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები