ლექსები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4084
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მირზა გელოვანი
გამომცემლობა
აუდიო გამომცემლობა "ჰერა"
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
ჰოდა, აი, "გამაწესეს", ანუ ნომერი დამაკრეს და წამართვეს საკუთარი გვარი და სახელი, რომ თუ ვინიცობაა... ნომრით გამომიცნონ. მე იგი სიკვდილის ანგელოზივით მძულს. რადგან სიკვდილის მერე კი არა, სიცოცხლეშიც არავინ მიცნობდა მე. რამდენჯერ მოვხვდი ქალაქის სამხრეთ სადგურში, რომელიც მუდამ სავსეა ქართველებით. მოდიან მზით დამწვარი ბიჭები და როცა ეშელონი ჩამოდგება, გუგუნებენ გაყინული ვაგონები: "ვაიმე ჩემო, ვაიმე ჩემო ვენახო"... მე, ერთი უბრალო ჯარისკაცი, არ ვფიქრობ ჩემზე. მე მათზე ვფიქრობ, მჭადით დაზრდილ შავტუხა ბიჭებზე და მენანება მათი უვაჟკაცოდ დატოვებული ოჯახები და მინდა მთელი ძალით ვიყვირო, რომ დაუბრუნონ ისინი საქართველოს მიწას, დაუბრუნონ ისინი და დაე, პირველმა ტყვიამ მიმსხვერპლოს მე. მოკლე ხანში შემასწავლეს საომარი ხელოვნება, თუ როგორ უფრო ადვილად შეიძლება მოკვლა მტრის. აღმოჩნდა, რომ ეს ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ფიქრი სინტაქსზე. საინტერესოა, იბრძოლო იქ, სადაც შენს მამა-პაპას არ უბრძოლია არასოდეს. მე აღარ ვიცი - რა იქნა მირზა გელოვანი, რომელსაც ჰქონდა უდიდესი ოცნება და რწმენა გამარჯვების." - ფრონტიდან მოწერილი წერილებიდან...
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები