ბარნოვის 122
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
4073
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გაგა ნახუცრიშვილი
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„არიან ადამიანები, სულ რომ ანათებენ. უკუნ სიბნელეშიც. ჟამიანობის დროსაც.“ სწორედ ასეთ ადამიანებსა და განვლილ დღეებზე წერს გაგა ნახუცრიშვილი ბარნოვის 122-ში. მონატრებულ მეგობრებსა და წარსულზე წერა კი სენტიმენტების გარეშე არ გამოდის, მაგრამ როგორც ავტორი ამბობს, „ასეთი სენტიმენტების არ მეშინია. ასეთ სენტიმენტებს არ ვერიდები“. ოცდაათამდე ნოველა, რომლებსაც კრებული აერთიანებს, იმ დროზეა, რომელიც იყო და აღარ არის, დროზე, რომელმაც თავისთან დაიტოვა ადამიანები, მაგრამ „წასვლაც ხომ პირობითია და დარჩენაც“. ეს არის ხორკლიანი, მაგრამ გულიდან წამოსული, გულწრფელი თხრობა განცდილისა, რომელსაც ავტორი იხსენებს იმისთვის, რომ ახსოვდეს. კრებულში შესული ნოველების აუდიოჩანაწერი გამოქვეყნებულია გაგა ნახუცრიშვილის საავტორო რუბრიკაში ბარნოვის 122 (რადიო შოკოლადი) და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის საფეხბურთო ბლოგზე.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები