წიგნის გაცნობა
დიპაკ ჩოპრა.
წარმატების 7
სულიერი კანონი.
პრაქტიკული გზამკვლელი
შენი
ოცნებების
ასასრულებლად.
თარგმნა
საშკა ოგანეზოვმა
რამოდენიმე სიტყვა საშასგან
გამარჯობა მეგობარო. ძალიან მიხარია რომ გადაწყვიტე ამ წიგნის წაკითხვა.
ეს წიგნი დაგეხმარება შენი ახალი ოცნების ცხოვრების შექმნაში. თუ შენ, შენი ძველი ცხოვრება ამოგივიდა ყელში, და რამის, თუნდაც პატარას, შეცვლა გინდა - მაშინ, მაგ წიგნის ქართული ვერსია სწორედ შენთვის შეიქმნა.
და იმისათვის, რომ შენს ცხოვრებაში რამე ცვლილება მოხდეს, პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა აიღო 100% პასუხიმგებლობა. სხვანაირად არაფერი გამოგივა.
წიგნი იყოფა ორ ნაწილად. თეორია და პრაქტიკა.
თუ შენ უბრალოდ კითხვა გაქვს განზრახული მაშინ გირჩევ ეხლავე დაანებო თავი კითხვას, რადგან მარტო კითხვა არაფერს არ შეცვლის შენს ცხოვრებაში. მარტო კითხვა თუ გინდა იკითხე სამხატვრო ლიტერატურა და გაერთე შენთვის.
მაგ წიგნის ქართული ვარიანტი სწორედ იმისათვის შეიქმნა, რომ ზუსტად შენ, ქართველ ადამიანს, შეგეძლოს შენი ცხოვრების შეცვლა წარმატების 7 სულიერი კანონების დახმარებით. მაგ წიგნის დახმარებით შენ ახალი ცხოვრებას დაიწყებ, თუ, რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობით მიუდგები და გულიანად მიუდგები ყველაფერს, რაც ამ წიგნში წერია, თუ არა და საკუთარ თავს ნუ მოატყუებ.
წიგნის კითხვის წესები.
ეს წიგნი უნდა წაიკითხო ნელა. იმიტომ რომ, ეს ისეთი წიგნია რომ კითხვის დროს გარკვეულ შეგრძნებას გამოიწვევს შენს ორგანიზმში. ეს დაკავშირებულია არაცნობიერთან. როცა იგრძნობ რამეს გაჩერდი. გააკეთე ფოკუსი იმ შეგრძნებაზე. და მხოლოდ მაშინ გააგრძელე კითხვა, როცა იგრძნობ რომ მზად ხარ კითხვისთვის. მხოლოდ მაგის შემდეგ გააგრძელე კითხვა. თორემ შედეგი არ გექნება. შენ ხომ, პრინციპი ზუსტად მაგიტომ კითხულობ მაგ წიგნს რომ შენს ცხოვრებაში ცვლილებები განახორციელო. მაგრამ თავად წიგნს არაფრის შეცვლა არ შეუძლია. მას მხოლოს გზის ჩვენება შეუძლია. ასე რომ ყველაზე საპასუხისმგებლო ნაბიჭების გადადგა შენ მოგიწევს. გისურვებ წარმატებას.
მე მჯერა შენ შეგიძლია - დაიჯერე შენს.
მაშ ასე, ჩემო ძვირფასო მეგობარო.
სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებ.
ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, ვისაც არ აქვს წაკითხული კალილა ჯებრანას „ წინასწარმეტყველი “ .
„ წარმატების 7 სულიერი კანონი “ - ეს არის 21-ე საუკუნის სულიერი მაძიებლის კომპასი ვირტუალურ რეალობაში.
დიპაკ ჩოპრას „ წარმატების 7 სულიერი კანონი “ , მისი ყველა წიგნისგან განსხვავებით, იძლევა უფრო მასშტაბურ გაგებას იმისა, თუ როგორ გადავიყვანოთ ცხოვრება უფრო მაღალ და ღირსეულ დონეზე. ეს ბრწყინვალეა.
ენტონი რობინსი, ავტორი წიგნებისა „ შინაგანი შემსრულებლის გაღვიძება “ და
„ შეუზღუდავი ენერგია “ .
„ წარმატების 7 სულიერი კანონი “ - ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლოა გახდეს დამაკვალიანებელი პრინციპების გზა, ვისაც აინტერესებს თუ როგორ აიმაღლოს თავისი ცხოვრების ხარისხი, ან ორგანიზაციის შექმნა, ვისთვისაც ფასეული იქნება ეს „ წარმატების 7 სულიერი კანონი “ .
კენ მლენჩარდი „ ერთი წუთის მენეჯმენტი “ .