A Dream of Red Hands and Other Stories
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1769
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ბრემ სტოკერი
გამომცემლობა
WILLHAMS BOOKS PRODUCTIONS
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ბრემ სტოკერი, გოთიკური დრამის, გრაფ დრაკულას ავტორია. როდესაც კითხულობ "A Dream of Red Hands" -ს სულ გავიწყდება რომ დღეს ოცდამეერთე საუკუნეა. წერის მანერა გაიძულებს მეცხრამეტე ასწლეულში მოგზაურობას. უცნაური განცდაა წაიკითხო ისეთი რამ, რაც გიქმინის ძველი ეპოქის არარსებულ ნოსტალგიებს, თანაც როგორს ? მეცხრამეტე საუკუნის წითელი აგურებით ნაშენი სახლები და თივის ველებით გადაჭედილ, ფერმერთა ნაკვეთები. ბრემ სტოკერი დაიაბდა 1847 წელს, შვიდ წლამდე ავადმყოფობდა, რის გამოც ლოგინში იწვა თვეობით. თუმცა მოგვიანებით ფეხბურთსაც თამაშობდა და კარგი ათლეტიც გახლდათ. ის ანგლო-ირლანდიელი გახლდათ, პროტესტანტი, განათლება მიიღო ტრინიტის კოლეჯში, რომელიც დუბლინის ახლოს მდებარეობს, მუშაობდა ლონდონის, უესტ ენდის, ლიცეუმის თეატრში. იგი ნოველისტი იყო, მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია "ბნელ რომანტიზმს". პოს, უალდის, მსგავსად ჰორორს და მისტიკას მის ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი ეკავა. ის მოესწრო ვიქტორიანულ და გიორგიანულ ეპოქებს. გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შედეგად 1912 წელს, ბიოგრაფები თვლიან რომ იგი სიფილისისაგან დაიღუპა. ამ კრებულში წარმოდგენილია მისი 15 საუკეთესო მოთხრობა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები