ლუთერული წერილები

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

4199

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა. www.sa-ga.org: პიერ პაოლო პაზოლინის წიგნის „ლუთერული წერილები” (1976) მთავარი თემებია გენდერული დისკრიმინაცია საზოგადოებაში და ჰომოფობია, (ახალგაზრდების) კრიმინალიტეტი, ოპორტუნიზმი სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში, ძალაუფლების პოლუსთა ცვალებადობა, ტოტალიტარული თუ რეპრესიული ხელისუფლების ახალი ფორმებით ჩანაცვლება, კონსუმერული ღირებულებების (თუ ანტიღირებულებების) დამკვიდრება, ადამიანების როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური გარდაქმნა. ეს გამოწვევები, რომელთა წინაშეც იტალიის საზოგადოება დაახლოებით 50 წლის წინ იდგა, პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის უაღრესად აქტუალურია. პაზოლინის ჟურნალისტური სტატიების ეს კრებული მკითხველს თანამედროვე ქართული საზოგადოების პრობლემების გააზრებასა და ანალიზში დაეხმარება. ის იქნება ერთგვარი რეაქცია 2013 წლის 17 მაისის თბილისის მოვლენებზე, სადაც რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე საჯარო ჰომოფობიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გამოცემა თავისი ფორმით და შინაარსით ხელს შეუწყობს საქართველოში პლურალისტური და კრიტიკული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-0-8091-3
გამომცემლობასაზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.
გვერდები287
მთარგმნელილ.კალანდაძე, თ.წერეთელი და სხვა
გამოცემის წელი2016