მოგზაურობა შოთას სამყაროში
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
7857
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
თამაზ კვაჭანტირაძე
გამომცემლობა
"საბას" წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„მოგზაურობა შოთას სამყაროში”, ასე ჰქვია ამ ელექტრონულ წიგნ-სახელმძღვანელოს, რომლის ძირითადი სამიზნეები უფროსკლასელი მოსწავლეები და ჰუმანიტარული პროფილის სტუდენტები არიან; თუმცა, ჩემი ვარაუდით, არც სხვათათვის უნდა იყოს იგი უინტერესო და ურგები, მათ შორის - ხანდაზმულთათვისაც. ამის მიზეზი, პირველ ყოვლისა, წიგნის შინაარსობრივი მხარეა - იგი მიზნად ისახავს „ვეფხისტყაოსნის” უკიდეგანო სიღრმესა და სიმაღლეს აზიაროს მკითხველი, ახალგაზრდა იქნება იგი თუ „ძველგაზრდა”; როგორც ყველა გენიალური მხატვრული ნაწარმოები, „ვეფხისტყაოსანი” საბავშვო წიგნიც გახლავთ და „სადიდოც”, ამიტომაც არის მისდამი ინტერესი საყოველთაო. წიგნი რვა კარისგან შედგება; მათგან ექვსს ქვესათაურად და ერთგვარ გზისმკვლევად უძღვის ამ კარის შინაარსთან მისადაგებული აფორიზმი, ზოგს - მოკლე ფრაგმენტიც ტექსტისა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები