13 დღე

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

5515

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

რის ან როგორ ხსოვნას ინახავენ ადამიანთა „დალეწილი სულები“, ვიდრე მათ უცხო, გარეშე თვალი დააკვირდება? – ეს „მწერლური“ კითხვა ბუნებრივი დასაწყისია დიდი და დრამატული თავგადასავლისა, რომელსაც რომანში წაიკითხავთ.ექიმის (ფსიქოთერაპევტის) და პაციენტის ურთიერთობა, მათი დაძაბული და პროფესიული პასუხისმგებლობით შენიღბული სიახლოვე; საიდუმლო, რომელიც თანაბრად ნაწილდება მკურნალზეც და ავადმყოფზეც; ცხოვრება თავისი შემზარავი ტკივილებით და ბედნიერებით; პერსონაჟები, რომლებსაც ვერ დაყოფ „დადებით“ და „უარყოფით“ გმირებად, რადგან თითოეულში არის რაღაც განუმეორებლად საინტერესო და აუცილებელი, სიცოცხლის ვეებერთელა ტილოს შესაქმნელად – ეს ყველაფერი ჩამთრევი და ლაღი თხრობით, მეტატექსტური ექსპრესიითაა გადმოცემული და რაც ყველაზე მთავარია, ერთხელ წაკითხვის შემდეგ მასთან ხელმეორედ მიბრუნების სურვილს იგრძნობთ – იდუმალების განცდის გასახანგრძლივებლად, უბრალოდ, კარგი წიგნისგან მოგვრილი სიამოვნების გასაბევრებლად.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-466-95-3
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები206
გამოცემის წელი2016