კალმისტარი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
5561
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
სოფიო კუბლაშვილი
გამომცემლობა
სეფორა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
წიგნში იმერული ამბებია მოთხრობილი. საკითხავად საინტერესო, წასაკითხადაც იოლი. ამიტომაც ,,იმერული საკითხავიც“ ზედგამოჭრილი იქნებოდა სახელად. სურნელოვანი სტრიქონებია – ჩემი მამულისა და დედულის გამოზამთრებული მიწა – შეგოჯიჯებული, გამომშრალი, ზედვეა ამოკაწრული პწკარები და საქვეყნოდაა გამომზეურებული. გეოგრაფიული არეალი – ქვემო იმერეთის სოფლები: ხრესილი (ტყიბულის ზონა) და სკანდე (თერჯოლის ზონა). ისტორიულ წყაროებშივე ცნობილი ადგილები: ,,ხრესილის ბრძოლა“ და ,,სკანდის ციხე“. XX საუკუნის 80–იანი წლებიდან დღემდე თვალყურმიდევნებული, საქართველოს ქრონიკებში ჩაკარგული ყოფიერების კერძო ისტორიები. აქ ნოველებადაა დალაგებული რეალური ამბები საოჯახო ისტორიიდან. ბავშვობისდროინდელი მოგონებები – გაუწვრთნელი გონებით აღქმული, დავიწყების შიშით დამახსოვრებული, ემოციებით გამსუყებული, სასაცილოდ თუ სატირლად შემართული, სამხიარულოდ თუ სასევდოდ შეთხზული და ჩამოკალმული. არავინ და არაფერია გამოგონილი.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები