იტვირთება...

საერთაშორისო კონკურენციის დაცვა ადამიანის გამდიდრებისათვის (ეკონომიკური თეორიის საფუძვლებისა და ფინანსური აუდიტის საკითხები)

რევაზ ლორთქიფანიძე

3,004 ნახვა
5
(0 რეცენზია /5 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის (სპეციალიზაცია - მსოფლიო მეურნეობა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები), საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის - რევაზ ლორთქიფანიძის წიგნი "საერთაშორისო კონკურენციის დაცვა ადამიანის გამდიდრებისათვის (ეკონომიკური თეორიის საფუძვლებისა და ფინანსური აუდიტის საკითხები)" წარმოადგენს მეცნიერულ კვლევას საერთაშორისო კონკურენციის ობიექტური კანონზომიერების აღმოჩენისა და ორიგინალური მეთოდით შეფასების შესახებ. წიგნში წარმოადგენილია წმინდა ქაშვეთში მოღვაწე მამა ღვთისო შალიკაშვილის კურთხევით დაწყებული ეკონომიკის ქრისტიანული საფუძვლების ავტორისეული კვლევის შედეგები. განკუთვნილია მასობრივი მკითხველისათვის, მათ შორის სახელმძღვანელო პრინციპებად სტუდენტებისა და საკითხით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის (სპეციალიზაცია - მსოფლიო მეურნეობა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები), საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის - რევაზ ლორთქიფანიძის წიგნი "საერთაშორისო კონკურენციის დაცვა ადამიანის გამდიდრებისათვის (ეკონომიკური თეორიის საფუძვლებისა და ფინანსური აუდიტის საკითხები)" წარმოადგენს მეცნიერულ კვლევას საერთაშორისო კონკურენციის ობიექტური კანონზომიერების აღმოჩენისა და ორიგინალური მეთოდით შეფასების შესახებ. წიგნში წარმოადგენილია წმინდა ქაშვეთში მოღვაწე მამა ღვთისო შალიკაშვილის კურთხევით დაწყებული ეკონომიკის ქრისტიანული საფუძვლების ავტორისეული კვლევის შედეგები. განკუთვნილია მასობრივი მკითხველისათვის, მათ შორის სახელმძღვანელო პრინციპებად სტუდენტებისა და საკითხით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის. ხანგრძლივი კვლევების საფუძველზე, ავტორი მივიდა დასკვნამდე, რომ საერთაშორისო კონკურენცია (პირდაპირი მნიშვნელობით - პაექრობა) ღვთისაგან ბოძებული და ადამიანისაგან დამოუკიდებლად მოქმედი ობიექტური ფენომენია. ის ნებისმიერი ორი ან მეტი სუბიექტის (სახელმწიფოები, რეგიონები, ფიზიკური ან იურიდიული პირები და სხვ.) ურთიერთობებში ვლინდება და სტიმულს აძლევს მოპაექრე სუბიექტების მეტ ეკონომიკურ ეფექტიანობას, ამდენად, სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, თუ, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერი კონკურენცია არ გადაგვარდება მისი არსებითად დამაზიანებელი ფარული შეთანხმებებით. მაგალითისათვის, ბავშვები, რომლებიც საერთო ოჯახში იზრდებიან, თავიდანვე, ყოველგვარი სწავლების გარეშე, ინსტიქტურად ეპაექრებიან ერთმანეთს, რათა უკეთ წარმოჩინდნენ მშობლებისა თუ სხვა ახლობლების წინაშე, მაგრამ ეს მათ არ უშლის ხელს თავგამოდებით უყვარდეთ ერთმანეთი. ფიზიკის დენის ძალის კანონის მსგავსად, ეკონომიკური კონკურენციის ძალის განსაზღვრის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა, ავტორი მიიყვანა კონკურენციის ობიექტური კანონზომიერების აღმოჩენასა და მის უმარტივეს ფორმულირებამდე: რაც უფრო ნაკლებია ყველაზე დიდი მიმწოდებლის ხვედრითი წონა ბაზარზე, მით უფრო მეტია კონკურენცია მეწარმეთა შორის. ავტორის აზრით, ეს ისეთივე ობიექტური და უმნიშვნელოვანესი კანონზომიერებაა, როგორც პროდუქტიულობის (მწარმოებლურობის) ზრდის კანონზომიერება, რომელსაც შეცნობა და გონივრულად გამოყენება უნდა. ავტორი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით არ უყვარს პოპულისტები და არ უნდა, რომ თავის გამოჩენის ინტერესად ჩაუთვალოს მკითხველმა მისი „აღმოჩენა“ და კონკურენციის კვლევის წარმოდგენილ კონკრეტულ საკითხებში გენიოსი ეკონომისტების - დავით რიკარდოსა და ჯონ მეინარდ ქეინზის მოსაზრებების რევიზია-განვითარებები. ავტორი გულწრფელ დამოკიდებულებას გამოხატავს, რომ, თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით, დაინტერესებულია სიტუაციის გაუმჯობესებაში ადამიანის ეკონომიკური კეთილდღეობისა და ბედნიერი ცხოვრებისათვის. წიგნში აღინიშნება, რომ რიკარდომ აღმოაჩინა სრულყოფილი კონკურენციის პირობებში ეკონომიკური მოგების შემცირების ცნობილი კანონზომიერება ბაზრის ყოველი მიმწოდებლისათვის. ავტორი წერს, რომ ეკონომიკური თეორიის კლასიკოსები, სრულყოფილი კონკურენციის მახასიათებლებს შორის, უმთავრეს ნიშან-თვისებებად მიიჩნევდნენ - ბაზარზე გამყიდველთა და მყიდველთა ძალიან დიდ (უსასრულოდ მზარდ) რაოდენობას (როცა არცერთ მათგანს არ შეეძლო საბაზრო ფასზე გავლენის მოხდენა), ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის ბარიერების არარსებობასა და თანაბარ და სრულ წვდომადობას ინფორმაციაზე (მ.შ. ფასებზე). ავტორის შეხედულებით, სრულყოფილი კონკურენციის ასეთი მოდელი თითქმის იდეალიზებულია და უფრო მეტიც, სრულყოფილი კონკურენცია, მისი აზრით, უფრო ისაა, როცა თანაარსებობენ როგორც მსხვილი, ასევე მცირე მიმწოდებლები. ავტორის აზრით, კარგია, თუ ბაზარზე ძალიან ბევრი კონკურენტია, მაგრამ აღნიშნულსაც, როგორც შემდეგში ხსნის კონკურენციის ინდექსების დახასიათებისას (მ.შ. ეკონომიკური ეფექტიანობის ევროკავშირის ექსპერტთა ფორმულირების განვითარებასთან ერთად), გარკვეული ზომიერებით ასაბუთებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორი ასკვნის, რომ აქამდე, თუ კონკურენციის მკვლევარების გაგებით, სრულყოფილი კონკურენცია ძირითადში კონკურენტთა რაოდენობის მატებაში მოიაზრებოდა, ახლა, აუცილებელია, გავიაზროთ „მოკლე ჩართვის“ შესაძლო ეფექტის უარყოფითი გავლენაც და შევინარჩუნოთ კონკურენციის რაციონალური საზღვრები.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978- 9941-447-66-2
სათაური:
საერთაშორისო კონკურენციის დაცვა ადამიანის გამდიდრებისათვის (ეკონომიკური თეორიის საფუძვლებისა და ფინანსური აუდიტის საკითხები)
გამოცემის თარიღი:
2017
კატეგორია:
პროფესიული ლიტ.
ნახვები:
3004
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(5) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [5]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]