სელიმის პროცესი
რეიტინგი
4.2 / 5
ნახვა
15497
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
დათო ტურაშვილი
გამომცემლობა
იბერია
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
არათუ დანარჩენ საქართველოში, მის მშობლიურ აჭარაშიც კი, შეიძლება ყველამ არც იცოდეს, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც აჭარა საქართველოს დაუბრუნა და ვის გამოც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, სელიმ ხიმშიაშვილიც იყო და მისი ღვაწლი ამ მხრივ, მართლაც ძალიან განსაკუთრებულია. ამიტომაც, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, სამშობლო უკეთ უნდა იცნობდეს თავის საუკეთესო შვილებს და ამ პიესის დაწერაც, სწორედ ამ მიზანმა განაპირობა. ასი წლის წინ, ჩვენი ქვეყნის სოფლებსა და ქალაქებში, ძალიან ხშირად იმართებოდა ლიტერატურული სასამართლოები, სადაც ისტორიული პირების ცხოვრებას განიხილავდნენ და ამ ტრადიციის აღდგენაც, არ იქნებოდა ცუდი. და საერთოდ, კარგი იქნება, თუ საკუთარ ისტორიას ისე გადავიკითხავთ, როგორიც ის იყო და არის (თეთრი და შავი ფურცლებით სავსეს) - შეცდომებით და წარმატებებით, ღალატით და გამარჯვებებით, სიბრიყვით და გონიერებით...
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები