მარადიული ბავშვი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
3928
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
აკაკი შალამბერიძე
გამომცემლობა
ა.ა.შ
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ეს წიგი არის აკაკი შალამბერიძეს მოთხრობების კრებული."მარადიული ბავშვი" ერთი პატარა გოგონას ამბავს გვიამბობს,რომელიც ვერაფრით ეგუება მის ირგვლივ გამეფებულ უსამართლობას,ადამიანებს რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ.გოგონა რომლის სახელიც "ატაი" არის,ერთ დღესაც გადაწყვეტს დატოვოს მშობლების სახლი,რომელიც უფრო სატუსაღოს ჰგავს,სული ეხუთება და ზიზღს გრძნობს,როდესაც მშობლები ზღვის გოჭს მიირთმევენ ვახშმად. მიატოვებს მათ,გადის იგი ქუჩაში, სადაც ციდან ალუბლისფერი თოვლი ცვივა და ქუჩებში ომია გაჩაღებული,იმპერიალისტები ცდილობენ მართველობა აიღონ ხელთ. შემდეგ როდესაც უსინათლო ქალს შეხვდება გზად და მისგან უძველეს ენაზე ნათქვამ საიდუმლო სიტყვებს გაიგონებს „ატაი“ მიდის და ცდილობს იპოვოს იმედი,მიზანი, რაც აზრს დაუბრუნებს მის მარტოსულ ყოფნას.ასევე წიგნში შესულია ავტორის რჩეული მოთხრობები,სადაც იგი გვიამბობს ადამიანებზე,რომლებმაც დაკარგეს და შემდეგ ამ დაკარგულის ძიებაში განვლეს ცხოვრება.წიგნი სასიამოვნოდ იკითხება,ავტორს გააჩნია კომბინაციათა მართვის მექანიზმი,სიტყვების დიდი მარაგი და მისი ეს პოსტმოდერნისტული მიმდინარეობა ქმნის შთაბეჭდილებას,რომ რაღაც ძველი ცოცხლდება ჩვენს წინაშე.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები