დაჯერებისთვის

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

9383

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

elliti

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„დაჯერებისთვის“ მარიამ წიკლაურის მერვე პოეტური კრებულია და იგი ბოლო სამი წლის მანძილზე იწერებოდა. შესაძლებელია, სიტყვა თავიდანვე არასწორად შევარჩიე. კი არ იწერებოდა, მეჩვენება, რომ იგი მძივივით ნება-ნება იკინძებოდა. მძივის მარცვლები კი ის მოვლენებია, რომელიც პოეტს ცხოვრების გზაზე შეხვედრია და რომელიც დროისთვის არ გაუყოლებია. ვინც მარიამ წიკლაურის ლირიულ ლექსებზეა შეყვარებული, შესაძლებელია ეს პოეტური კრებული ცოტათი ეუცხოვოს, რადგანაც შიგ სრულიად განსხვავებულ თემატიკას აღმოაჩენს. წიგნის გამეფებული სურვილია, ისაუბროს იმ საუკუნეზე, რომელიც დასრულდა და რომელიც მხოლოდ ავტორის გრძნობებში, მეხსიერებასა და პირად განცდებშია დარჩენილი. სხვადასხვანაირი ფორმით, განსხვავებული სოციალური თემატიკითა და მდიდარი ლექსიკით გამორჩეული კრებული თითქოს ფაქიზი ფსიქოლოგიზმით დაწერილი მცირე რომანია, რომელიც მკითხველს საკუთარი ემოციების გამოცნობისკენ, ფიქრისა და გრძნობის ანალიზისკენ უბიძგებს და პასუხს სცემს ერთ ურთულეს შეკითხვას: რა არის პოეზია, ხელოვნება თუ მსოფლმხედველობა? რედაქტორი - გიორგი კაკაბაძე

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაelliti
გვერდები64
გამოცემის წელი2016