იტვირთება...

განვითარების სივრცე

ზურაბ ანდღულაძე

2016 წელი | აზგ
2,946 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მიიჩნევა რომ კოსმოსში გაუსვლელად ადამიანი, როგორც ბიოლოგიური სახეობა, გაქრება სამყაროდან. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ დედამიწას ასტეროიდი შეეჯახა. ან კაცობრიობას უკურნებელი ინფექცია მოედო, ან კლიმატი შეიცვალა ისე, რომ მას აქ აღარ ეცხოვრება. ან თუნდაც იმის გამო რომ ოდესმე ჩვენი პლანეტა ვეღარ შეძლებს უკიდეგანოდ გაზრდილი მოსახლეობის რჩენას. ამ იძულებითი მიზეზების გარდა არსებობს ცნობისმოყვარეობა, ახალი ცოდნის მოპოვების სურვილი, მკვლევარის ინსტინქტი. ასევე მნიშვნელოვან საბაბად ითვლება კოსმოსის უსაზღვრო რესურსთა მითვისების მცდელობა, რაც ვითომ უეჭველ კეთილდღეობას გაუნაღდებს დედამიწის მოსახლეობას. მოხდა ისე, რომ იღბლად დანახული ისტორიული პარალელის გამო კიდევ ერთ მიზეზს წავაწყდი იმისა, თუ რატომაა კაცობრიობისთვის ასე მნიშვნელოვანი სხვა პლანეტაზე დასახლება. დაწვრილებითი „გამოძიების“ შედეგად დავადგინე რომ თურმე ეს თემა არასდროს უხსენებია ვინმეს არც ლიტერატურაში, არც ფილმებში და არც რომელიმე რეალურ კოსმოსურ პროგრამაში.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ესეც წიგნის აღწერა: კაცობრიობამ რამდენიმე ხომალდი გაგზავნა სხვადასხვა ვარსკვლავურ სისტემაში იქაური პლანეტების ასათვისებლად. პროექტის მიზანია იმ ისტორიული შემთხვევის გამეორება, რომელმაც ადამიანს მორიგი ევოლუციური ნაბიჯი გადაადგმევინა. იასე ბილიკაძე თავად აშენებს ამ ხომალდებს და მან კარგად იცის რომ მის ოცნებას - მოინახულოს უცხო სამყარო, ასრულება არ უწერია. ცოცხალ სულიერს არ ძალუძს ვარსკვლავთშორისი მანძილის დაძლევა. თუმცა, ადამიანი ხომ მუდამ ცოცხალი არაა... შორეულ პლანეტაზე ჩასულმა ავტომატურმა ექსპედიციამ მიწიერი სიცოცხლე შექმნა. ახალმა მაცხოვრებლებმა მათ გამომგზავნ კაცობრიობას უნდა აცნობონ თავისი არსებობა, მაგრამ მოულოდნელი წინაღობა აფერხებს ამ გეგმას. სამი ახალგაზრდა მკვლევარი იმ მინერალის მოსაპოვებლად გაეშურა, რომელიც შექმნილ სირთულეს დააძლევინებთ. დავალება გარკვეულ ვადამდე უნდა დასრულდეს, თორემ მთელი ეს საუკუნეებში გაწელილი პროექტი ჩაიშლება. ამ შემთხვევაში კი კაცობრიობა განწირული იქნება ერთ პლანეტაზე არსებობისთვის და იქვე გადაშენებისთვის. ეს სამეული, ისევე როგორც ერთი მუჭა დანარჩენი მათი თანაპლანეტელი, არაა ჩვეულებრივი ბავშვებივით აღზრდილი - ისინი მანქანებმა გაზარდეს თავის ყაიდაზე. დაეხმარებათ თუ არა მათ ეს გარემოება მეზობელ ფაუნასთან ურთიერთქმედებისას? როგორ იჩენს თავს მათი აზროვნების თავისებურებანი კრიზისულ ვითარებაში? თუ გალაქტიკური კოლონიზაციის შესახებ წიგნები მოგწონთ, ან ისეთი ფილმები, როგორებიცაა „ინტერსტელარი“ და „მარსიელი“, მაშინ ეს წიგნიც მოგეწონებათ.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
განვითარების სივრცე
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2016
გვერდები:
430
კატეგორია:
ფანტასტიკა
ნახვები:
2946
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]