განვითარების სივრცე
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
3030
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ზურაბ ანდღულაძე
გამომცემლობა
აზგ
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
მიიჩნევა რომ კოსმოსში გაუსვლელად ადამიანი, როგორც ბიოლოგიური სახეობა, გაქრება სამყაროდან. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ დედამიწას ასტეროიდი შეეჯახა. ან კაცობრიობას უკურნებელი ინფექცია მოედო, ან კლიმატი შეიცვალა ისე, რომ მას აქ აღარ ეცხოვრება. ან თუნდაც იმის გამო რომ ოდესმე ჩვენი პლანეტა ვეღარ შეძლებს უკიდეგანოდ გაზრდილი მოსახლეობის რჩენას. ამ იძულებითი მიზეზების გარდა არსებობს ცნობისმოყვარეობა, ახალი ცოდნის მოპოვების სურვილი, მკვლევარის ინსტინქტი. ასევე მნიშვნელოვან საბაბად ითვლება კოსმოსის უსაზღვრო რესურსთა მითვისების მცდელობა, რაც ვითომ უეჭველ კეთილდღეობას გაუნაღდებს დედამიწის მოსახლეობას. მოხდა ისე, რომ იღბლად დანახული ისტორიული პარალელის გამო კიდევ ერთ მიზეზს წავაწყდი იმისა, თუ რატომაა კაცობრიობისთვის ასე მნიშვნელოვანი სხვა პლანეტაზე დასახლება. დაწვრილებითი „გამოძიების“ შედეგად დავადგინე რომ თურმე ეს თემა არასდროს უხსენებია ვინმეს არც ლიტერატურაში, არც ფილმებში და არც რომელიმე რეალურ კოსმოსურ პროგრამაში.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები