პესიმისტის ჩანაწერები ანუ ბავშვობაში დაბრუნება

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

6442

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

წინამდებარე გამოცემაში უმთავრესი ისაა, რომ მასში შესული მარგინალიები დალაგებულია თემატურად. სრული ორიგინალობის და, მით უფრო, ობიექტურობის პრეტენზია არა მაქვს, რადგან ბევრი ჩანაწერი რემინისცენციებით, ბევრიც უკიდურესად სუბიექტური შეხედულებებითაა ნაკარნახევი. და თუკი მათ მაინც ვაქვეყნებ, მხოლოდ იმიტომ, რომ `დიდი ლხინია ჭირთა თქმა...~ ვინძლო ყოველმა თქვენგანმა აქ იპოვოს მისთვის რაღაც ნიშნეული, უკეთუ, როგორც სენეკა ამბობდა: `ერთისა და იმავედან თითოეული იღებს მხოლოდ მას, რაც მის საქმიანობას შეესაბამება. ერთსა და იმავე მდელოზე ხარი ეძებს მხოლოდ ბალახს, ძაღლი – კურდღელს, ყარყატი – ხვლიკს~. რატომ პესიმისტის ჩანაწერებიო, ვინც მკითხავს, შევახსენებ: პესიმისტიც ოპტიმისტია, ოღონდ კარგად ინფორმი­რებული. თუ რაოდენ კარგად, ამის შეფასება თქვენთვის მიმინდვია.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-430-73-2
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები244
გამოცემის წელი2012