საოცარი საზამთრო

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3542

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

იოსებ ომაძე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ერთი საწყალი ყმაწვილი, მეტსახელად “ლაყუჩა”, დასაცინად ბოძებულ ჭრელი საზამთროს თესლს დათესავს, რომელიც საოცარი სიდიდისა გაიზრდება _ ბოსტანში რომ ვერ დაეტევა, სახლსაც კი დაანგრევს... შემდგომ იწყება განსაცვიფრებელი ამბების მთელი წყება, რომელშიც ჩართული აღმოჩნდებიან: ქვეყნის სულთანი ბაქიბუქა I ბრძენთა ბრძენი ცერცეტწერწეტა (ვაზირების მეშვეობით სამხედრო ოპერაციას წამოიწყებს საზამთროს წასართმევად), უფოლოგი მაქცია ტარტაროზაშვილი, ცნობილი ექსპერტები შავლეგ შავჭიპაძე და შალიკო შალაფაშვილი, ყინულეთის შაჰთა შაჰი ბახბახ ყველაზე დიდი და ყოვლად ძლიერი, დოლარეთის გაერთიანებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაფალო ბილი, გამოჩენილი იტალიელი კინორეჟისორი ჯანდავიდე ჯანდაბინი... ლაყუჩას თანასოფლელები: მოურავი ტაბოცია, მჭედელი პატუღანა (საჰაერო ბურთით შორეული მოგზაურობა მოუწევს) და მისი პირმშვენიერი ქალიშვილი პოპოქია (სულთანთან ერთად ამერიკაში გაიქცევა და ჰოლივუდში კინოვარსკვლავი გახდება), ბოშა ქალი რადა, ქოფაკები _ ლომა და ნეფხვა... საოცარ საზამთროს ესაუბრებიან: მზე და სავსე მთვარე, ღრუბელი და დედამიწა, რომელიც ლაყუჩას მხსნელად მოევლინება; ბოლოს, საზამთრო საზეიმოდ შეიჭმება და წიგნის ავტორს მის ერთ ცალ რიყის ქვის ტოლ თესლს აჩუქებენ...

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-0-4939-2
გამომცემლობაიოსებ ომაძე
გვერდები104
გამოცემის წელი2012