ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ
რეიტინგი
4.3 / 5
ნახვა
11200
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ვალტერ ბენიამინი
გამომცემლობა
საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა. www.sa-ga.org : მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება გაეცნოს ქართულ ენაზე ცნობილი ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსისა და კულტურის მკვლევრის, ვალტერ ბენიამინის (1892-1940), ორ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს: »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში« (1935-1936) და »ისტორიის ცნების შესახებ« (1940). პირველი წერილი ხელოვნების ნიმუშის »აურის« დაკარგვის ახსნას გვთავაზობს და ამ მოვლენას ტექნიკური რეპროდუცირების პირობებით განსაზღვრავს. ამ ტექსტმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა 1960-იან წლებში და ის ფაქტობრივად იქცა მოწოდებად ხელოვნება გამოეყენებინათ არა ფაშისტური, არამედ სოციალურ-პოლიტიკური ემანსიპაციის მიზნით. თეზისები »ისტორიის ცნების შესახებ« თავისებურად აჯამებს მსჯელობას ისტორიული მატერიალიზმის დანიშნულებაზე იმდროინდელი არაორთოდოქსული მარქსიზმის ფარგლებში. გამოცემას ახლავს გერმანელი კინომცოდნის ქრისტოფ ჰესეს ანალიტიკური ტექსტი: »ვალტერ ბენიამინი და ფრანკფურტის სკოლა«.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები