სტრატაგემები

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

2461

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

მკითხველის წინაშეა ცნობილი რომაელი ავტორის, სექსტუს იულიუს ფრონტინუსის „სტრატაგემების" პირველი ქართულენოვანი თარგმანი. „სტრატაგემები" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წყაროა ანტიკური ისტორიის, განსაკუთრებით კი სამხედრო ისტორიის შესასწავლად და ის აუცილებლად უნდა იყოს სამხედრო ისტორიის მოყვარული ყველა ადამიანის ბიბლიოთეკაში. მასში გაერთიანებულია იმ დროში არსებული ისტორიული თხზულებებიდან ამოკრებული ნაწყვეტები. ფრონტინუსს შესანიშნავად აქვს ორგანიზებული თავისი ნაწარმოები. ის ყოფს მას ცალკეულ თავებად და ცდილობს კონკრეტული სახის საველე თუ საალყო ტაქტიკური ხერხის შესახებ არსებული ისტორიული ფრაგმენტები ერთად მოაქციოს. ეს თავის მხრივ, მკითხველს უადვილებს თავისთვის საინტერესო ფაქტების მოძიებას. ტექსტი არის მსუბუქად საკითხავი და ადვილად აღსაქმელი. „სტრატაგემები" განკუთვნილია ფართო საზოგადოებისათვის, ყველასათვის ვისაც აინტერესებს სამხედრო საქმე, ანტიკური ისტორია, ლიტერატურა და ცნობილ ისტორიულ პერსონაჟთა ბიოგრაფიები. წიგნს თან ერთვის შესავალი და დეტალური სამეცნიერო კომენტარები. (პირველად, მცირე ტირაჟით გამოიცა თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროგრამა „ლოგოსის" ფარგლებში, 2017). მთარგმნელთა ჯგუფი: ნიკა ხოფერია, ლევან ტავლალაშვილი

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობადათვი
მთარგმნელიმთარგმნელთა ჯგუფი
გამოცემის წელი2016