იტვირთება...

სპეკულაციური ლოგიკა, »ნამდვილი მეტაფიზიკა«. თუ როგორ გარდაქმნა ჰეგელმა მეტაფიზიკის ახალი დროის ცნება

ჰანს ფრიდრიხ ფულდა

2,448 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0.99
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
»ჰეგელის ფილოსოფიის კრიტიკა, მისი ჩამოყალიბებისთანავე, მრავალი სახით განხორციელდა, უშუალო მემკვიდრეების გარდა, მარქსთანაც და მოგვიანებით მარქსის ისეთ კრიტიკოსებთანაც, როგორიც იყო ადორნო. ეს თარგმანი, იმედია, დაეხმარება მათაც, ვინც დაინტერესებულია ჰეგელის შესწავლით მისი მეტაფიზიკის ცნების კანტისა და, ასევე, კრიტიკამდელი »ძველი« მეტაფიზიკის მოძღვრებებისგან გამიჯვნის თვალსაზრისით. ჰეგელის ის აზრი, რომ აბსოლუტური სულის თვითექსტერნალიზება სამყაროდ ტრადიციული თეოლოგია აღარ არის, სარწმუნოცაა და, ამავე დროს, მის იდეოლოგიურობას არ გამორიცხავს. ... ჰეგელის რელიგიის ფოლოსოფია – ის მთლიანობაში კი სწორედ რელიგიის ფილოსოფიაა, რადგან რელიგიის მთელი შიდაარსის, კერძოდ, მისი »სრულყოფილ« ფორმად მიჩნეული, პროტესტანტული კონფესიის ქრისტიანობის, კონცეფტუალურ ფორმამდე »ამაღლებას« ცდილობს – საქონლური საზოგადოების ობიექტივირებული იდეოლოგიის ადეკვატურ რეფლექსად შეიძლება განიმარტოს.« (მთარგმნელის წინასიტყვაობიდან)
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
»საკითხმა მეტაფიზიკის არსისა და იმის შესახებ, თუ როგორ გაიაზრება მართებულად მისი დანიშნულება, გასული ორიოდ საუკუნის განმავლობაში ერთობ მრავალფეროვანი გადაწყვეტა ჰპოვა. ამის შედეგად, თანდათან, ჩვენს საუკუნეში წარმოიშვა იმის ტენდენცია, რომ არც ის და არც მისი გადაწყვეტა მთელი სიზუსტით აღარ განეხილათ. აქ არაფერი იქნებოდა დასაძრახი, თუ ჩავთვლიდით, რომ, მთავარია სამყაროს შესახებ უდარდელი ფილოსოფოსობა, წარსულის ნააზრევს კი, მის ყველა განსხვავებასთან ერთად, უბრალოდ დავივიწყებდით. თუმცა, სწორედ დღეს ფილოსოფია, ისე, როგორც არასდროს, დარწმუნებულია იმაში, რომ ის საკუთარ ძალას მეხსიერებას უმადლის – მნემოსინეს, რომელსაც ჰესიოდე მუზათა დედას უწოდებს. და როცა მეხსიერება სიზუსტეს კარგავს, იმ მოძღვრებებმა, რომელთა მოპოვებაც მისი საშუალებით გვსურს, შესაძლოა, კიდეც შეგვაცდინონ. მუზათა შთაგონებანი შეიძლება ურჩხულებად იქცნენ. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ვითარებაა ჰეგელის მიერ მეტაფიზიკის არსისა და მისი დანიშნულების გაგების განხილვისას. ამიტომაც ვარჩევ ახლა ამ პრობლემას.«
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
სპეკულაციური ლოგიკა, »ნამდვილი მეტაფიზიკა«. თუ როგორ გარდაქმნა ჰეგელმა მეტაფიზიკის ახალი დროის ცნება
გამომცემელი:
თარგმანი:
გერმანული
მთარგმნელი:
დევი დუმბაძე
კატეგორია:
ფილოსოფიური
ნახვები:
2448
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]