იტვირთება...

ჟუჟა

ნინო ხარატიშვილი

2016 წელი | ინტელექტი
20,803 ნახვა
4.5
(0 რეცენზია /52 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
9.9
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
რომანის მთავარი ინსპირატორი ერთი რეალური ფაქტია, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში, საფრანგეთში მოხდა: ჟან სარეს ავტორობით გამოცემული წიგნი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკის 14 ქალის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა. გაჩნდა ეჭვიც, რომ ჟან სარე მისტიფიკაცია იყო და ამ „მკვლელი“ წიგნის ავტორი სულაც არ ყოფილა 17 წლის და არ დაუსრულებია სიცოცხლე მატარებელში ჩავარდნით. თუმცა ფაქტმა მაშინვე წარმოშვა ლეგენდები. როგორი უნდა იყოს წიგნი, რომ მან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკის და სულიერ-სოციალური კატეგორიის ქალს (!) თავი მოაკვლევინოს? ჟუჟა ამ კითხვას უტრიალებს და, ბუნებრივად, რომანის მთავარი გმირიც ჩნდება: ის არა რომელიმე კონკრეტული პერსონაჟია, არამედ წიგნი, ლიტერატურული ტექსტი, რომელიც 1940-იან წლებში საფრანგეთში დაიწერა და მერე მრავალი ქალის ბედი განსაზღვრა. გერმანულიდან თარგმნეს მანანა თანდაშვილმა, ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
რომანის მთავარი ინსპირატორი ერთი რეალური ფაქტია, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში, საფრანგეთში მოხდა: ჟან სარეს ავტორობით გამოცემული წიგნი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკის 14 ქალის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა. გაჩნდა ეჭვიც, რომ ჟან სარე მისტიფიკაცია იყო და ამ „მკვლელი“ წიგნის ავტორი სულაც არ ყოფილა 17 წლის და არ დაუსრულებია სიცოცხლე მატარებელში ჩავარდნით. თუმცა ფაქტმა მაშინვე წარმოშვა ლეგენდები. როგორი უნდა იყოს წიგნი, რომ მან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკის და სულიერ-სოციალური კატეგორიის ქალს (!) თავი მოაკვლევინოს? ჟუჟა ამ კითხვას უტრიალებს და, ბუნებრივად, რომანის მთავარი გმირიც ჩნდება: ის არა რომელიმე კონკრეტული პერსონაჟია, არამედ წიგნი, ლიტერატურული ტექსტი, რომელიც 1940-იან წლებში საფრანგეთში დაიწერა და მერე მრავალი ქალის ბედი განსაზღვრა. რომანს დეტექტიური დინამიკა კიდევ უფრო მეტ სიცხოველეს სძენს, წიგნი ჩამთრევად, ერთი სულის მოთქმით ამის გამოც იკითხება. ევროპაში ის შეფასდა, როგორც ახალგაზრდა სარეს ვნებანი (ვერთერული ალუზიებით). იყო მოსაზრებებიც, რომ ეს ქალებზე დაწერილი წიგნია, ფემინისტური ტექსტი („მარტოსულ ქალთა გამყინვარების ხანა“ – ასე ასათაურებს რომანზე რეცენზიას ცაიტის კორესპონდენტი ინგე კუტნერი), თუმცა, ნინო ხარატიშვილის ოსტატობის აღსანიშნავად უნდა ვთქვათ, რომ ჟუჟა კონკრეტული „ისტიზმ“-ს კატეგორიებზე გაცილებით მაღლა დგას და საბოლოოდ, ის ადამიანური ყოფის საზრისზე, ადამიანის სულიერ ბედისწერაზე აფიქრებს მკითხველს. გერმანულიდან თარგმნეს მანანა თანდაშვილმა, ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-446-98-6
სათაური:
ჟუჟა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2016
მთარგმნელი:
მ. თანდაშვილი და სხვ.
გვერდები:
352
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
20803
რეიტინგი:
4,5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(52) რეცენზია
4.5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [39]
  • 4
    [6]
  • 3
    [5]
  • 2
    [0]
  • 1
    [2]