როსტომ მანველიძე
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
8268
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
დავით კლდიაშვილი
გამომცემლობა
საქართველოს ეროვნული არქივი
წიგნის ფორმატი
ხმოვანი
ანოტაცია
როცა დავით კლდიაშვილის პროტაგონისტების თავგადასავალს ვკითხულობთ, ზოგჯერ მათი ამპარტავნება ღიმილს გვგვრის და სიცილის გუნებაზე გვაყენებს, მაგრამ მათი სიღარიბე, სიბეჩავე, ცრუმორწმუნეობა და საცოდაობა ყოველგვარი ხალისის სურვილს გვართმევს და იწვევს სიბრალულს, თანაგრძნობას, თანალმობას. ღიმილი პირზე გვაშრება, როგორც კი მივხვდებით ორ ჭეშმარიტებას: პირველი ის, რომ გაჭირვებული ადამიანი შეუძლებელია იყოს დაცინვის საგანი და მეორეც ის, რომ როგორიც არიან ადამიანები, ისეთია ქვეყანაც. თავის სამშობლოს სიბეჩავესა და გაჭირვებას კი არავინ დასცინის ამქვეყნად. ქართველი კაცის ჭაპანწყვეტას დ. კლდიაშვილი გამკილავი თვალით კი არ უყურებდა, არამედ – თანაგრძნობით, თანალმობითა და სიყვარულით სავსე გულით. და თუ ხანდახან მწერლის ჭკვიან და კაეშნიან სახეს სევდიანი ღიმილი გაანათებს, ეს იმედია, ჩანერგილი იმათგან, ვინც, როგორც თავად ბრძანებს, გული სიყვარულით გაუთბო, ასწავლა ადამიანის პატივისცემა და ნდობა. აკაკი ბაქრაძე
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები