ფოსტა

რეიტინგი

4.4 / 5

ნახვა

11719

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

დიოგენე

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ჩარლზ ბუკოვსკი გასული საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მწერალია - მრავალი რომანის, მოთხრობის, ლექსისა და ესეს ავტორი. ახალგაზრდულ ასაკში განცდილი ლიტერატურული მარცხი და ხანგრძლივი ცხოვრებისეული იმედგაცრუება საფუძვლად დაედო მის გვიანდელ ნაწარმოებებს, რომლებშიც მწერალი საკუთარ გამოცდილებას ჰენრი ჩინასკის სახელით გადმოსცემს. რომანი "ფოსტა" მწერლის პირველი ბიოგრაფიული ნაწარმოებია, რომელიც სამ კვირაში დაიწერა. ამ წიგნმა მწერალს დიდი წარმატება მოუტანა და ერთხელ და სამუდამოდ დაუმკვიდრა საპატიო ადგილი ე. წ. "ბინძური ლიტერატურის" ჟანრში, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად თხრობის ხაზგასმულად ნატურალისტური, ზოგჯერ შოკის მომგვრელი მანერისა, მწერლის ძალზე თავისებური, ნაღვლიანი იუმორი, განმაიარაღებელი გულწრფელობა და საკუთარი თავის მიმართ უაღრესად საღი და ირონიული დამოკიდებულება არც ერთ მკითხველს გულგრილს არ ტოვებს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-11-515-8
გამომცემლობადიოგენე
გვერდები248
მთარგმნელიქეთი ქანთარია
გამოცემის წელი2016