ორი რომანი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3750

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ქართულ ენაზე პირველად გამოდის ესპანელი კლასიკოსი მწერლის, სერვანტესის პრემიის ლაურეატის მიგელ დელიბესის ორი ყველაზე გახმაურებული რომანი. პირველ რომანში `ხუთი საათი მარიოსთან~ მწერალი სოციალური სისტემის გარდაქმნის აუცილებლობაზე მიანიშნებს. ამ ნაწარმოებში გამოჩნდა მწერლის ანალიტიკური ნიჭი, მისი უშიშარი სოციალური კრიტიციზმი. ესპანური ტრადიციით, გარდაცვლილს ღამით მარტო არასდროს ტოვებენ. ახლობლებიდან ვინმემ აუცილებლად უნდა გაათენოს ღამე მის კუბოსთან, რათა მიცვალებულისთვის ილოცოს და გაამხნევოს უკანასკნელ გზაზე. სწორედ ეს ღამეა აღწერილი რომანში. მთავარ გმირს, კარმენს მოულოდნელად გარდაცვლილ ქმართან ყოფნის უკანასკნელი ხუთი საათი დარჩა. მისი გლოვა მკაცრ სასამართლო პროცესს ჰგავს, სადაც წაყენებული ბრალდებების მიხედვით, მკითხველის თვალწინ ცოცხლდება არა მარტო მიცვალებული ინტელიგენტი მამაკაცის საინტერესო, სისხლსავსე ცხოვრება, არამედ ფრანკოსდროინდელი ესპანეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფის სრული სურათი. მეორე ნაწარმოებში _ `ვირთხები~ _ მწერალი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ბუნებასთან ურთიერთობით იძენს ადამიანი თავისუფლებასა და ბედნიერებას. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟები ჯოჯოხეთურ პირობებში ცხოვრობენ, გარემოს საკვირველი სიბრძნითა და ფილოსოფიური სიმშვიდით ხვდებიან. ეს არის სოფლის ცხოვრების სევდიანი და მშვიდი დრამა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941431678
გამომცემლობაელფის გამომცემლობა
გვერდები224
მთარგმნელილ. ბრეგვაძე-კახიანი & ი. ჭელიძე
გამოცემის წელი2014