დათვი

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

8174

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

„ეს პრემია გადმომეცემა არა მე, არამედ ჩემს შრომას, შრომას , რომელიც არასდროს იყო გათვლილი მატერიალური ფასეულობის მოხვეჭაზე...“ - განაცხადა უილიამ ფოლკნერმა ნობელის პრემიის გადაცემისას.ფოლკნერი ის ავტორია, რომლის ლიტერატურული შრომა მართლაც აუწონავია, მის მიერ დატოვებული შემოქმედებითი მემკვიდრეობა კი შეუფასებელი. ფოლკნერი ერთადერთი ნამდვილი ამერიკელი მოდერნისტი პროზაიკოსი იყო, რომლის ღრმა, საინტერესო, თხრობის დროთა ცვალებადობითა და ადამიანური სულის სინათლისა და სიბნელის კვლევით შექმნილი რომანები მარადიული ლიტერატურული „თაროების” კუთვნილებაა, რომანები „სოფელი“, „ქალაქი“, „აგვისტოს ნათელი“ თუ „ხმაური და მძვინვარება“ ის წიგნები, რომელთა წერის დროს მწერალმა თქვა: „რომანების წერა, რომანისტობა უფრო ძნელი ყოფილა, ვიდრე მე მეგონა. დიდხანს ვწერდი ამ რომანს და ჩემმა გამომცემელმა იმ წუთას უარყო. მაგრამ სამი წლის განმავლობაში ჯიუტად და თითქმის იმედგადაწურული ვაგზავნიდი სხვადასხვა გამომცემლობაში, იქნებ, მასზე დახარჯული დრო ამინაზღაურონ მეთქი. იმედი ნელ-ნელა ილეოდა, თუმცა კი უმტკივნეულოდ. და ერთხელ, თითქოსდა კარი მივხურე და იმის უკან დავტოვე ყველა გამომცემლის მისამართი და სია იმათი გამოცემული წიგნებისა. ასე ვუთხარი თავს: „ახლა კი შეიძლება წერა. ახლა კი შეიძლება,შევქმნა ლარნაკი, რომლის მსგავსი მოხუცმა რომაელმა სასთუმალთან დაიდგა და თანდათანობით გაცვითა კოცნა-კოცნით”. და მე, ვისაც არც არასოდეს ჰყოლია და, თანაც ვისაც ბედად ეწერა, სიცოცხლის პირველსავე წელს დაეკარგა ასული, შევუდექი მშვენიერი და ტრაგიკული გოგონას ძერწვას."

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობააუდიო გამომცემლობა "ჰერა"
გვერდები153
თარგმანია.რატიანი
მთარგმნელინუგზარ ყურაშვილი
გამოცემის წელი2016