მივემგზავრები მადრიდს

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

11839

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ხმოვანი

ანოტაცია

"უღრმესი მადლობა, ბატონო სიმონ, უღრმესი მადლობა, ანგარიში რომ გამიწიეთ... განა არ მესმის. ამ დროს, როცა ყველაზე მეტი სამუშაო გვაქვს, ორი კვირით უფასო შვებულება რას ნიშნავს... ეს ჩემი გამოუვალი, მართლაცდა გამოუვალი მდგომარეობა რომ არა, როგორ შეგაწუხებდით... ოღონდ, რაკი ასეთი მადლი მოისხით, ერთ თხოვნასაც შემოგკადრებთ: არ მინდა ჩვენმა თანამშრომლებმა იცოდნენ, სადაც მივდივარ ...” - ასე იწყება წიგნი სანდრო ლიჩელზე, რომელიც მივლინებაში მიდის, მაგრამ რეალურად არავინ იცის სად. ნაირა გელაშვილის წიგნი “მივემგზავრები მადრიდს” - არის იუმორნარევი კილოთი მსუბუქად მოყოლილი ამბავი ფერად და ულამაზეს მადრიდზე, ვნებიან კარმენსიტებსა და ცეცხლოვან ტორეადორებზე, მელოდიურ სერენადებსა და მზით განთებულ ქუჩებზე და ამ ქუჩებში მოხეტიალე გმირის ცხოვრებაზე, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა მსუბუქი და გასაღიმებელი. ესაა ამბავი ადამიანის გაუცხოებაზე საზოგადოებასთან, მის შინაგან ტრაგედიაზე, ოცნებების და რეალობის შეუთავსებლობაზე, სადღაც გამგზავრებისა და გადაკარგვის, სულიერი თავისუფლების მოპოვების სურვილზე.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN1
გამომცემლობააუდიო გამომცემლობა "ჰერა"
გვერდები34
მთარგმნელინუგზარ ყურაშვილი
გამოცემის წელი2016