იტვირთება...

დასავლეთის ფრონტი უცვლელია

ერიხ მარია რემარკი

14,610 ნახვა
4.5
(0 რეცენზია /12 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3.9
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ არის ერიხ მარია რემარკის (1898-1970) რომანი, რომელმაც ავტორს უდიდესი პოპულარობა მოუპოვა. რომანში აღწერილია პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) მოვლენები, რომლის მონაწილეც ავტორი თავად იყო. რომანში შექმნილი რეალური ომის ატმოსფერო მკვეთრად გამოირჩეოდა და უპირისპირდებოდა იმ დროისთვის გავრცელებულ ჰეროიკულ ლიტერერატურას. ფრონტის ამბავი მოთხრობილია „დაკარგული თაობის“ ჯარისკაცის მიერ. გადმოცემულია ომის სრული უაზრობის განცდა, რასაც ამძაფრებს უიმედობა და გარდაუვალი დამარცხების მოლოდინი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
რომანი თავდაპირველად, 1928 წელს ბერლინურ გაზეთ Vossische Zeitung-ში იბეჭდებოდა. გამომცემლობას არ ქონდა იმედი, რომ 1928 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 10 წლის თავზე, თემა მკითხველის ინტერესს გამოიწვევდა. ამიტომ ავტორთან ხელშეკრულებაში ჩაიდო მუხლი, რომლის მიხედვითაც, რომანის წარუმატებლობის შემთხვევაში, რემარკს პუბლიკაციის ხარჯები გაზეთში ჟურნალისტური მუშაობით უნდა აენაზღაურებინა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გაზეთის ტირაჟი რამდენჯერმე გაიზარდა უმოკლეს დროში. 1929 წელს გამოიცა წიგნად და იქცა გერმანიის ისტორიაში ყველაზე უფრო გაყიდვად წიგნად. რამდენიმე თვეში გაიყიდა ნახევარ მილიონზე მეტი, ხოლო წელიწადნახევარში ორმილიონნახევარი ტირაჟით. იმავე წელსვე ითარგმნა მსოფლიოს 26 ენაზე. ერთი წლის მერე ამერიკელი რეჟისორის მიერ გადაღებული ამავე სახელწოდების ეკრანიზაცია დაჯილდოვდა ოსკარით (შემდგომში რომანის მიხედვით კიდევ რამდენჯერმე გადაიღეს ფილმი). 1931 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე. 1933 წელს, ხელისუფლებაში მოსულმა ნაცისტებმა წიგნი აკრძალეს, ამოიღეს მოსახლეობიდან და აუტოდაფეზე დაწვეს. ქართულად “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” პირველად თარგმნა კოსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც გამოიცა “სახელგამის” მიერ 1931 წელს 3000 ეგზემპლარად, რის მერეც რომანი ქართულად აღარ გამოცემულა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-0-3033-8
სათაური:
დასავლეთის ფრონტი უცვლელია
გამოცემის თარიღი:
2011
თარგმანი:
გერმანულიდან
მთარგმნელი:
ნატალია ჯანელიძე
გვერდები:
226
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
14610
რეიტინგი:
4,5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(12) რეცენზია
4.5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [10]
  • 4
    [0]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [1]