იტვირთება...

ბოროტს სიკეთით დავძლევთ

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1,884 ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ადამიანი მხოლოდ სულიერი ცხოვრებით განსპეტაკდება. ამიტომ სასულიერო პირთა ქადაგებების და ნაშრომების გამოცემას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებისათვის. გამომცემლობა „მთაწმინდამ“ რამდენიმე ათეული წიგნი შესთავაზა მკითხველს ამ მიმართულებით.ამჯერად გთავაზობთ ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ თეოდორეს ქადაგებების კრებულს, თუმცა იგი მცირეა მოცულობით, მაგრამ საკმაოდ ტევადია აზრობრივი თვალსაზრისით. მასში წამოჭრილი ზოგიერთი საჭირბოროტო საკითხთი, განხილულია სარწმუნოებრივი თვალსაზრისით და მათი გადალახვის გზებიცაა ნაჩვენები. ეს გზები იკრიბება ძირითად აზრში: „ბოროტს სიკეთით დავძლევთ“, რომელიც ამ წიგნს სათაურად აქვს მიცემული.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
გამომცემლობა "მთაწმინდა" *რედაქტორი: ზურაბ კალანდაძე *გარეკანზე გამოყენებული ფოტო: ტატო ახალკაციშვილი ==რედაქტორისაგან== ანდაზა გვამცნობს: „ამღვრეულ წყალში თევზს ადვილად დაიჭერო“. და თუ წყლად ჩვენი ყოფაცხოვრების მდინარებას წარმოვიდგენთ, შეიძლება ითქვას: ის იმდენადაა ამღვრეული, რომ მის მკვიდრთ უკვე უჭირთ რეალობის დანახვა – აღქმა. წყალი ადვილად იმღვრევა მირეული ტალახითა და სიბინძურით, ჩვენი ყოფაცხოვრების მდინარება კი – გატალახებული ფასოვანებებითა და მორალური სიბინძურის მოძალებით. ადამის შვილთა ცნობიერების მორალური სიბინძურით გაჯერება შინაგანი სჯულის (სინდისის) წინააღმდეგაა მიმართული. ის პიროვნებაში სინდისის შეგრძნების თანდათანობით შესუსტებას, საბოლოო ჯამში კი – მის გაქრობას ემსახურება. ეს ნიშნავს: ცუდისა და კარგის განურჩევლობას; ბოროტების ჩადენის გამო სინდისის ქენჯნის დეგრადირებას; ასევე დამცირება-დამონების გამო სირცხვილისა და პროტესტის გრძნობის უქონლობას. „სინდისისგან თავისუფალი“, გაუნათლებელი, უღატაკესი საზოგადოების მართვა კი არავითარ სირთულეს აღარ წარმოადგენს. XIX საუკუნეში ურწმუნოთა და სატანისტთა იდეებიდან ამოზრდილი ყლორტები XX საუკუნეში ფაშიზმისა და კომუნიზმის შხამიან ყვავილებად გაიშალა. მის ნასხლევზე ამონაყარმა მოსახლეობაზე ბატონობისა და მათი ღლეტვის დაოუკებელმა წყურვილმა XXI საუკუნეში „მატერიალისტური ფანატიზმის“ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ფსიქოლოგიური ზღვარიც კი აღარ ესინჯება. ფულმა სათაყვანებელი და გაუმაძღარი კერპის დანიშნულება შეიძინა, რომელიც მისი თაყვანისმცემლებითურთ მცდელობას არ აკლებს შთანთქას ნებისმიერი რამ (ქვეყნის სუვერენიტეტიც კი) რის ფულად გადაქცევასაც მოახერხებს, რათა ამით კიდევ უფრო გადიდდეს, გაძლიერდეს. ფართოდაა ცნობილი, რომ ამ კერპის თაყვანისმცემელნი გასაღლეტად ამორჩეულ მხარეს „გაწვრთნილი ღიმილით“, დემოკრატიზაციისა და ხალხთა უფლებების დაცვის დროშით ესტუმრებიან ხოლმე. ზოგჯერ ამ დროშას მარიონეტულ მმართველთა ხელით უფრიალებენ მოსახლეობას, თვითონ კი იგივე დროშას ამოფარებულნი ეპარებიან პოტენციურ მსხვერპლს, როგორც ცხოველი საკბილოს. ისინი თავს უმთავრესად არასამთავრობო ორგანიზაციებში მოჯაშუშე, ფარული აგენტებით იცავენ. მტაცებლობა დახმარების სახელით ხორციელდება. სიყალბე თვისებაა ბოროტისა! ადგილობრივ მოსახელობას შთააგონებენ, რომ დამოუკიდებლად არ ძალუძთ საკუთარი ქვეყნის მართვა. ამიტომაც მიაწერენ ხოლმე მთელ ერს გაუნათლებლობას, ველურობას. ჰუმანურობის სახელით ხდება ოკულტიზმის, ასევე ფსევდო მეცნიერებათა, მაგალითად – ასტროლოგიის პროპაგანდა, რაც კარგა ხანია საერთაშორისო სნეულებად იქცა; ამავ დროს – ნარკოტიკული ეიფორიის წახალისება და სირცხვილის გაქრობის მიზნით – გაუკუღმართებული ინტიმური ცხოვრების საჯაროდ გამოტანა, რაც ადამიანის ფსიქიკის რღვევას იწვევს, მთლიანობაში კი – მასობრივ დათრგუნვა-დამონებას ემსახურება. დაქირავებულ აგიტატორთა, ინფორმატორთა, ფალსიფიკატორთა, მანიპულატორთა, გამმეორებელთა და დემონიზატორთა მეშვეობით ხდება მორწმუნეებისა და საკუთარი ქვეყნის მოყვარულთა დისკრიმინაცია. ცხადია რომ დედაეკლესიის, სამშობლოს, წინაპრისა და ოჯახის მოყვარული ვერ იქნება გულგრილი მისივე სულიერი ფასოვანებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისა და ვერც ეკონომიკური დოვლათის მითვისებისადმი. პატარა ქვეყნის ამგვარი მანიპულირების საგნად გამოყენების საშიშროება დიდია, მაგრამ თავდაცვის საშუალებაც არსებობს. ესაა წმინდად ცხოვრება, რწმენით, უფლის სასოებით, სამშობლოს სიყვარულით. მორწმუნე კაცი სამშობლოსა და ოჯახის უშიშარი დამცველია. ადამიანი მხოლოდ სულიერი ცხოვრებით განსპეტაკდება. ამიტომ სასულიერო პირთა ქადაგებების და ნაშრომების გამოცემას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებისათვის. გამომცემლობა „მთაწმინდამ“ რამდენიმე ათეული წიგნი შესთავაზა მკითხველს ამ მიმართულებით.ამჯერად გთავაზობთ ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ თეოდორეს ქადაგებების კრებულს, თუმცა იგი მცირეა მოცულობით, მაგრამ საკმაოდ ტევადია აზრობრივი თვალსაზრისით. მასში წამოჭრილია ზემოთ აღნიშნულ საჭირბოროტო საკითხთა უმრავლესობა, განხილულია სარწმუნოებრივი თვალსაზრისით და მათი გადალახვის გზებიცაა ნაჩვენები. ეს გზები იკრიბება ძირითად აზრში: „ბოროტს სიკეთით დავძლევთ“, რომელიც ამ წიგნს სათაურად აქვს მიცემული. მოძალებული ბოროტის სიკეთით დაძლევა ერისა და ბერის ურთიერთთანადგომით და ერთსულოვნებითაა შესაძლებელი. ამ მხრივ სამშობლოს ნათელი მომავლისათვის გამიზნულ, ტევად, შეიძლება ითქვას – უნივერსალურ მოწოდებად გაისმის: „დაიცავით ეკლესია და ეკლესიის მიერ – ერი“. სწორედ ამ პათოსითააა გამსჭვალული მამა თეოდორეს (გიგნაძე) ეს წიგნი, რომელსაც უდაო მნიშვნელობა აქვს არამარტო სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, არამედ მოქალაქეთათვის ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების აღსაქმელად.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9366-8-5
სათაური:
ბოროტს სიკეთით დავძლევთ
გამოცემის თარიღი:
2015
გვერდები:
29
კატეგორია:
რელიგია
ნახვები:
1884
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]