ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
6074
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ზაზა ფირალიშვილი
გამომცემლობა
არტანუჯი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"ფერი ქსოვს სხეულს თუ სხეულს ბადებს ფერების ალქიმია? სხეული თითქოს მანამდეა სხეული, სანამ ფერები „თამაშობენ ამ სხეულობანას“ – აი, ბავშვები რომ თამაშობენ მეფობანას ან სახლობანას. პირველადი სიტყვა, როგორც სხივი, წარმართავს ამ თამაშს და ფერთა სიმფონიად აქცევს მას. სხეულს, როგორც ფერთა თამაშს, თითქმის არ გააჩნია კონტურები. ეს უკანასკნელი კალეიდოსკოპის რაღაც წამიერ ახირებაში იბადება და კვლავ იკარგება. წარმოიდგინეთ ცხელ წყალში ჩაყრილი ფერადი ცვილის ნაჭრების ურთიერთგადასვლა და ამ გადასვლათა შედეგად დაბადებული არამდგრადი კონტურები. ადრეულ ასაკში ხშირად აღვიქვამთ საგნებს, როგორც ფერთა თამაშს, თუმცა კი შემდეგ ეს შთაბეჭდილება თანდათან ფერმკრთალდება და „უფროსული“ გამოცდილებაც სოციალურ სიცხადეთა პროკრუსტეს სარეცელზე განთავსებით ბავშვურ ინტუიციებს სდევნის."
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები