წერილები სტეფან ცვაიგს
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
5573
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გრიგოლ რობაქიძე
გამომცემლობა
არტანუჯი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
1928 წელს გერმანიაში, იენაში, დიდერიხსის გამომცემლობაში დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ შტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით. რომანის თარგმნისა და გამოცემის შესახებ დაწყებულმა მიმოწერამ საფუძველი ჩაუყარა ამ ორი მწერლის მეგობრობას. გრიგოლ რობაქიძის შვეიცარიული არქივი დაკარგულად არის მიჩნეული, შესაბამისად, არ მოგვეპოვება შტეფან ცვაიგის ქართველი მწერლისადმი მიწერილი წერილები. საბედნიეროდ, გრიგოლ რობაქიძის ეპისტოლური მემკვიდრეობა (ავსტრიელი შემოქმედისადმი გაგზავნილი წერილები) დაცული აღმოჩნდა ამერიკაში, ნიუ-იორკში, ფრედონიის უნივერსიტეტის დანიელ რიდის ბიბლიოთეკაში, შტეფან ცვაიგის არქივში. გრიგოლ რობაქიძის შტეფან ცვაიგისადმი მიწერილი წერილები ითარგმნა და გამოიცა პირველად. ამ კრებულით მკითხველს საშუალება ეძლევა, ქართულ ენაზე გაეცნოს მათ. ეს წერილები ბევრ, აქამდე უცნობ ინფორმაციას იტევს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული მწერლობა მსოფლიო ლიტერატურის შემადგენელი ნაწილია. გერმანულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ნათია ფურცელაძემ. წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები