-ემი. - მხოლოდ ეს ერთი სიტყვა წარმოთქვა ლუიჯიმ და გაჩუმდა.
-ემი რა შუაშია ჩვენს ურთიერთობაში?
-ემი მარტინესი მე გავიტაცე.
-რა!!! - ხმამაღლა წამოიძახა ვივიანამ და მანქანას პედალს ფეხი დააჭირა. მანქანა გაჩერებისას წინ გავარდა. რომ არა მანქანის ღვედი ვივიანა და ლუიჯი ორივე მანქანის საქარე მინას თავით გაიტანდნენ. ვივიანა მოსმენილისგან შოკში იყო, მას ლუიჯის ნათქვამის დაჯერება უჭირდა. - რა თქვი, ლუიჯი?! - ვივიანას აღელვებისგან სახეზე სისხლი მოაწვა. - ლუიჯი, რაც თქვი მართალია?!
-მართალია, ემი მარტინესი მე გავიტაცე და იტალიაში ჩემს მშობლებთან ჩავიყვანე. ხომ გახსოვს, მე რომ გითხარი მამამისი გავხდებოდი, თუ კი ჩვენ დავქორწინდებოდით. კანონის თანახმად ახლა მე მამამისი ვარ. - ლუიჯი ცდილობდა ვივიანა წყობიდან გამოეყვანა.
-მოგკლავ, ლუიჯი! გეფიცები ემის, მოგკლავ! - ვივიანამ ლუიჯის სავარძლის ქვეშ ხელი შეაცურა, მაგრამ იარაღი იქ ვერ იპოვა. თავი რომ აწია ვივიანამ ლუიჯის მისთვის იარაღი თავზე დაემიზნა.
-მშვიდად, ვივიანა ბონე! ახლა მანქანა დაძარი და კასსისის სანაპიროსკენ წადი. ფანჯარაც გამოაღე!
ვივიანამ მანქანა ადგილიდან დაძრა. ის სწრაფად მიაქროლებდა კასსისის სანაპიროსკენ მანქანას, და მათ შელაპარაკებას იქ არა ერთი თვითმხილველი გამოუჩნდა. მაგრამ მიუხედავად ამისა ვივიანა მაინც არ ჩქარობდა მანქანის ფანჯარის გაღებას, პირიქით მანქანა შიგნიდან ჩაკეტა.
-ლუიჯი, ფანჯარას თუ არ გავაღებ რას იზამ?
-ვივიანა, ნუ სულელობ! მანქანა თუ კი ჩაიძირა დახურული ფანჯრით, და დროზე ადრე ვერ გვიპოვეს მაშველებმა, მაშინ შეიძლება ჟანგბადის ბალონი აღარ გვეყოს და იქ დავიხრჩოთ.
-ჰო, და ერთად დავიხრჩოთ, მოღალატევ!
-ვივიანა, ღვთის გულისთვის ემის ნუ დააობლებ, იმიტომ რომ შენ ახლა გაბრაზებული ხარ. ისიც საკმარისია, რაც იმ საწყალმა ბავშვმა ამ თვეების მანძილზე გამოიარა. ვივიანა, ფანჯარა გამოაღე!
ვივიანამ ლუიჯის ნათქვამს ყურადღება არც კი მიაქცია. მან მანქანის სიჩქარეს მოუმატა და ფეხით მოსიარულეთა გზაზე გადავიდა.
-ვივიანა, სწრაფად გამოაღე ფანჯარა! - ბოლოჯერ წარმოთქვა ლუიჯიმ, და როგორც კი ნახა ის ფანჯარის გაღებას არც კი ცდილობა, ვივიანას თავზე დაავლო ხელი და თავი ჩაუწია, მერე კი მანქანის ორივე მხარეს მარჯვნივ და მარცხნივ იარაღი დაუმიზნა და მინები ჩაამსხვრია.
-ლუიჯი, თუ კი ცოცხალი გადავრჩი მოგკლავ!
-ვივიანა, იცი რატომ გავიტაცე ემი?
-იმიტომ, რომ მამამისს ვერ იტანდი, და მე კი ფეხებზე გეკიდე.
-არა, ვერ გამოიცანი. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მინდოდა ჩემი მტრები შენ დაგეხოცა. მე დავიფიცე, როცა გავიგე თუ ვის მერ იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები დახოცილნი, ჩემს მტრებს გავანადგურებდი. ვიცოდი რომ, თუ კი შენს შვილს გავიტაცებდი შენ იარაღს მათ წინააღმდეგ მომართავდი. შენ იცი თავიდან ჩემთვის ვინ იყავი, როგორც იტყვიან << ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია.>> აი, ის ადამიანი იყავი შენ ჩემთვის.
-მოღალატევ, მეზიზღები! - ამ სიტყვებით ვივიანამ მანქანის საჭეს ხელი გაუშვა და ლუიჯის დასახრჩობად ყელზე სწვდა.
მანქანამ ზიგზაგებით დაიწყო მოძრაობა. ლუიჯი თავის გადარჩენას ცდილობდა და ვივიანას მკლავებზე ჩაჰკიდა ხელი. მანქანა გზადაგზა ქანაობდა. მოულოდნელად მანქანა გადაყირავდა, გასრიალდა და ზღვაში გადაეშვა. რამოდენიმე წუთში მანქანა ზღვაში ჩაიძირა.
ავტოკატასტროფისას ორივენი სკამზე მიკრული იყვნენ, ამიტომაც არც ერთი სავარძლიდან აღარც კი განძრეულან. მანქანის გადაყირავებისას ვივიანამ გონება დაკარგა, ლუიჯი კი გონზე იყო. წყლის ქვეშ აღმოჩენილმა ლუიჯიმ შეეცადა ვივიანა გონზე მოეყვანა. როგორც კი გონზე მოიყვანა მან ჟანგბადის ბალონებს ხელი დაავლო, რომელიც სავარძლის ქვეშ ჰქონდა გადადებული და ვივიანას გაუკეთა, რათა მისი საშუალებით ესუნთქა, მერე კი მეორე თვითონ თავისთვის გამოიყენა.
ამ ავტოკატასტროფას უამრავლი თვითმხილველი ჰყავდა. მაშველებს მათი ძებნა დიდად არ გაჭირვებიათ, რადგან თვითმხილველებმა დეტალურად აუხსნეს ჩაძირვის ეპიცენტრის ადგილი. ერთ საათზე ნაკლებ ხანში წყლიდან მანქანა ამოიყვანეს და გემზე მოათავსეს. ექიმები დაზარალებულებს მიუვარდნენ. ლუიჯის მიერ მოსყიდულმა ექიმმა თავისი საქმე გააკეთა. ექიმმა ორივე მათგანს მოხერხებულად სხეულში წამალი შეუყვანა, მერე კი სამართალდამცავებს განუცხადა, რომ ორივე მათგანი გარდაცვლილი იყო.
გარდაცვლილები მორგვში გადაასვენეს ექსპერტიზისთვის.
ვივიანა გონზე რომ მოვიდა ის მაგიდაზე შიშველი იწვა და ზედ ნაჭერი ჰქონდა გადაფარებული. სიშიშვლისგან და სიცივისგან იმდენად გაცივებული და დალურჯებული იყო, ის დიდად არ განსხვავდებოდა გარდაცვლილისგან. მოულოდნელად ვიღაც მისკენ მორბოდა, მერე კი მას თავზე დაადგა და ნაჭერი ახადა. ის ექიმმი აღმოჩნდა. მან ვივიანას სახეზე შეხედა. ვივიანამ თვალები გაახილა. ექიმმა ჯიბიდან სწრაფად ამოიღო ნემსი და ვივიანას უკვე მეორეჯერ შეუყვანა სხეულში წამალი, მერე კი ყურში ჩასჩურჩულა:
-შენს სანახავად ვენსან მარტინესია მოსული. - ამ სიტყვების შემდეგ მან იქაურობა დატოვა.