ლურჯწვერა

რეიტინგი

4.2 / 5

ნახვა

9109

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ლურჯწვერა“ ცნობილი მწერლისა და დრამატურგის, მე-20 საუკუნის შვეიცარიული ლიტერატურის კლასიკოსის მაქს ფრიშის (1911-1991) ბოლო დიდი ნაწარმოებია. 1982 წელს გამოქვეყნებულ ამ მოთხრობაში ავტორი კიდევ ერთხელ უბრუნდება თავისი შემოქმედებისთვის ჩვეულ მოტივებს: საკუთარი თავის ძიებას, ადამიანის მომწყვდევას მისი იმ ხატის ჩარჩოებში, რომელსაც მის ირგვლივ მყოფნი ქმნიან, ქალთან ურთიერთობაში მამაკაცის დანაშაულსა და დანაშაულის გრძნობას. ქართულ ენაზე თარგმნილია ფრიშის რომანები "Homo Faber" და „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“, რამდენიმე მოთხრობა და პიესა. „რაც შეეხება ჩემს ლურჯწვერას: შაადმა არ იცის, მისთვის დანაშაული რას ნიშნავს და, ვფიქრობ, ის დღეს ერთადერთი არ არის, ვინც ეს არ იცის. შაადი დანაშაულის ლატენტური გრძნობით არის შეპყრობილი. სასამართლო პროცესზე მას აბრალებენ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია. მან იცის, რომ მკვლელი არ არის, მაგრამ მაინც ვერ ამბობს, უდანაშაულო ვარო... ამ, ცოტა არ იყოს, შემზარავ წიგნში ჩემთვის მთავარია დანაშაულისა და უდანაშაულობის ურთიერთმიმართება იმ შემთხვევაში, როცა დანაშაული ქმედებით არ დასტურდება. ... საამისოდ სისხლის სამართლის ერთი ჩვეულებრივი საქმე შევარჩიე, არ მინდოდა, მკითხველის ყურადღება მხოლოდ ამ საქმეზე გადასულიყო. რადგან მაინტერესებდა არა თვით სისხლის სამართლის საქმე, არამედ სიმართლის ძიების ტექნიკა, სასამართლო, როგორც მაგალითი...“ (მაქს ფრიშის ერთ-ერთი ინტერვიუდან)

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN" 978-9941-466-56-4"
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები146
თარგმანიგერმანულიდან
მთარგმნელიდავით კაკაბაძე
გამოცემის წელი2016