ილაპარაკე
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
23570
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ლორი ჰოლც ენდერსონი
გამომცემლობა
წიგნები ბათუმში
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ბოლო ათ წელიწადში, „ილაპარაკეს“ შესახებ ნახევარ მილიონზე მეტ სკოლის მოსწავლეს ვესაუბრე. მიღებული და წაკითხული წერილებისა თუ მეილების თვლას, დიდი ხანია, თავი დავანებე. არც კი ვიცი, რამდენმა მკითხველმა დაღვარა ცრემლი ჩემს მხარზე, როცა მიყვებოდნენ, მელინდას ბრძოლაში საკუთარ ბრძოლას ვხედავთო. თქვენ ხმის ამაღლება მოგწყურებიათ. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ, ზრდასრულებმა მოგისმინონ. იმაზე ფიქრი მახარებს, რომ „ილაპარაკე“ საკუთარი ხმის პოვნაში მცირედ, მაგრამ მაინც გეხმარებათ. მაგრამ „ილაპარაკე“ მხოლოდ იარაღია. ნამდვილი გმირები ისინი ხართ, რომლებმაც საკუთარ თავში მხნეობა იპოვეთ, გადალახეთ შიში, სირცხვილი, დეპრესია, სიბრაზე და თქვენი ცხოვრების ამბების მოსაყოლად ალაპარაკდით. მე თქვენ დიდ პატივს გცემთ. " - წერს წინასიტყვაობაში წიგნის ავტორი. სხვადასხვა დროს, მრავალი ადამიანი აღმოჩენილა ძალადობის, დაცინვის, ბულინგის მსხვერპლი. ამ ყველაფრისგან თავის დაცვის ერთ-ერთი, ყველაზე მთავარი იარაღი ლაპარაკია - პრობლემებზე, მოძალადეზე, შიშებზე... "ილაპარაკე" სწორედ ამ, საკუთარი თავიდან, შიშიდან, ჩაკეტილი სივრციდან გამოსვლის აუცილებლობაზეა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები