ღმერთომანია
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
7864
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ანასტასია ინასარიძე
გამომცემლობა
სატურნი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
საინტერესოა, რომ ანასტასია ინასარიძე, რომელიც ლიტერატურის ყველაზე ლირიკულ ჟანრს - პოეზიას თავისი გრძნობების დასაფიქსირებელ ჭურჭლად იყენებს, თითქმის მთლიანად თავისუფალია სენტიმენტებისაგან, ე.წ. სევდიანი განწყობილებებისაგან და პათეზისმისაგან. მისი ლექსების თვალსაჩინო თემა პროტესტია. ანასტასია განმსჯელი და გამაანალიზებელი ადამიანის როლში რჩება. იყენებს პოეტურ სახეებს, რაც ხანდახან ტერმინოლოგიური კონოტაციების ფორმითაც ვლინდება. მას არ უჭირს ემოციის მიჩქმალვა და ყველაფრისათვის ერთგვარი '' საგარეო ტანისამოსის '' მორგება, არ ავიწყდება ე.წ. ინტელიგენტური წარმოსადეგობის შენარჩუნება. და მიუხედავად ამ ბარიერებისა, რომელსაც შეგნებულად აწესებს, რომ უკეთესად შეინიღბოს, მას კარგად გამოსდის ფრაზის მიღმა დარჩენილი აზრ-ემოციის არტიკულირება, ანუ მისი ლექს-ფორმა თავის თავს ამართლებს, ხსნის და აანალიზებს. თუ ავტორმა შეძლო იმ მიმართულების კიდევ უფრო განვითარება, რომელიც წამოიწყო, ვფიქრობ, კიდევ უფრო საინტერესო ფორმას მიიღებს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები