ფიროსმანი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4067
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
იოსებ ომაძე
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„1988 წლის თებერვალში, უკვე ნახევარსაუკუნოვან ასაკს კარგა გადაცილებულს, მოულოდნელად გულმა მიმტყუნა – მიოკარდიუმის ინფარქტი მეწვია... გადავრჩი. საჩქაროდ თავი მოვუყარე ორი ათეული წლის განმავლობაში დროდადრო ნაწერს ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ; ნაირგვარი სახის მასალა დავალაგე, შეძლებისდაგვარად გავაშალაშინე და გამომცემლობა ნაკადულს გადავეცი. 1990 წელს გამოვიდა კიდეც ჩემი წიგნი ჩვენი ნიკალა. წიგნის ჟანრი არ განმისაზღვრავს; მასში გაერთიანებული იყო მოთხრობები, ჩანახატები, ნარკვევები, კრიტიკული ექსკურსები, ხელოვნებათმცოდნეობითი განსჯა...მას შემდეგ კარგა დრომ განვლო და ნელ-ნელა ნიკოს ამოუწურავი თემის სხვადასხვა მხარისადმი მიძღვნილი უამრავი ნამუშევარი დამიგროვდა; მათი ნაწილი ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდა, ორჯერ გამოიცა წიგნადაც. ამჯერად განვიზრახე ძველი და საკმაოდ დიდი გამოუქვეყნებელი ახალი მასალის ერთად თავმოყრა, ძველის ნაწილობრივ გადამუშავება და ყველაფრის ერთ წიგნად გამოცემა. დიდხანს ვარჩევდი კომპოზიციური წყობა-აგებულების, სათაურის, ჟანრობრივი განსაზღვრის ვარიანტებს; ბოლოს, გადავწყვიტე, დამებეჭდა სახელწოდებით: ფიროსმანი. (ავტორის წინასიტყვაობიდან)
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები