იტვირთება...

შებრუნებული 
ძილის 
სიზმარი

თემურ ჩხეტიანი

2014 წელი | ინტელექტი
2,651 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
რა შეიძლება ითქვას ახალი თემურ ჩხეტიანზე, „ჩუმ პოეტზე“ (როგორც საკუთარ თავს უწოდებს ხოლმე), რომლისთვისაც პოეზიის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არსებობს – ლექსი უნდა სუნთქავდეს. ავტორზე, რომელმაც პირველი პოეტური კრებული 27 წლის წინ, 1987 წელს გამომცემლობა „მერანში“ გამოსცა და მას შემდეგ პოეტის ბედისწერას თუ უბრალოდ ცხოვრების ქარტეხილებს სოფელ ვაჩნაძიანში უმკლავდება. მისი პოეტური ენა კვლავაც შესაშურად სადა და ბუნებრივია, რაც დღევანდელი მძიმე ყოფისგან გადაღლილ საზოგადოებას თანამედროვე პოეზიისთვის დამახასიათებელ რთულ მეტაფორებსა და გამოხატვის ფორმებზე ჩივილის უფლებას არ უტოვებს. თითოეული ლექსი ცალკე ნოველა, მხატვრის შექმნილი ტილო თუ ფოტოკადრია, რომელიც უნდა შეიგრძნო.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
რა შეიძლება ითქვას ახალი თემურ ჩხეტიანზე, „ჩუმ პოეტზე“ (როგორც საკუთარ თავს უწოდებს ხოლმე), რომლისთვისაც პოეზიის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არსებობს – ლექსი უნდა სუნთქავდეს. ავტორზე, რომელმაც პირველი პოეტური კრებული 27 წლის წინ, 1987 წელს გამომცემლობა „მერანში“ გამოსცა და მას შემდეგ პოეტის ბედისწერას თუ უბრალოდ ცხოვრების ქარტეხილებს სოფელ ვაჩნაძიანში უმკლავდება. თუმცა კი, ბოლო დროს, სოციალური ქსელის წყალობით ჩვენი ყოველდღიურობის აქტიური წევრი გამხდარა.„შებრუნებული ძილის სიზმარი“ თემურ ჩხეტიანის მეშვიდე კრებული გახლავთ. მისი პოეტური ენა კვლავაც შესაშურად სადა და ბუნებრივია, რაც დღევანდელი მძიმე ყოფისგან გადაღლილ საზოგადოებას თანამედროვე პოეზიისთვის დამახასიათებელ რთულ მეტაფორებსა და გამოხატვის ფორმებზე ჩივილის უფლებას არ უტოვებს. თითოეული ლექსი ცალკე ნოველა, მხატვრის შექმნილი ტილო თუ ფოტოკადრია, რომელიც უნდა შეიგრძნო.თავისუფალ თუ კონვენციურ ლექსებთან ერთად, ამ წიგნის გამორჩეული ნაკადია თემურ ჩხეტიანის მშვენიერი ჰაიკუები („ჰაიკუს მცდელობა“) და მინიმალისტური პოეზია – წამიერი შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების ნაზავი, რომელიც მკითხველის წარმოსახვას აღვიძებს და სილამაზის აღქმისკენ მოუწოდებს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-458-00-2
სათაური:
შებრუნებული 
ძილის 
სიზმარი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2014
გვერდები:
92
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
2651
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]