ღრუბელი, სახელად დარინდა
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
9824
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ირაკლი სამსონაძე
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ირაკლი სამსონაძის ახალი რომანი მოგვითხრობს თორმეტი ერთმანეთის მსგავსი ბიჭის განსხვავებულ ისტორიას. ისინი დროის ერთ მონაკვეთში შეხვდნენ, საღებავით სავსე ქილები შეახალეს მოღალატის ძეგლს, შემდეგ კი თითოეულს თავისი ბედი არგუნა განგებამ. თორმეტი ბიჭის ტრაგიკული ამბავი თაობის, ზოგადად ეპოქის ტრაგიკულ პანორამას ქმნის და ბიბლიური ალუზიით, „მონობის სახლიდან“ გამოსულთა და უდაბნოში ახეტიალებულთა ძველისძველ, ორმოცწლიან გზაზე გვაფიქრებს. აღსანიშნავია, რომ ირაკლი სამსონაძის ახალი რომანი ერთი თემის, ერთი მაგისტრალური ხაზის ლოგიკური დასასრულია, რომელიც დაიწყო „ყურთბალიშით“, გაგრძელდა „ლეას საათით“ და დაბოლოვდა მესამე, ტრილოგიის დასკვნითი რომანით, – „ღრუბელი, სახელად დარინდა“.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები