ცხოვნების ფილოსოფია
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
6768
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
თემური ტაბატაძე
გამომცემლობა
თემური
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ვეცადე წიგნის სტრუქტურა ისე ამეგო, რომ მკითხველს მასში რაღაც ახალი, საინტერესო დაენახა. თუმცა ამ მიზნის მიღწევისთვის ნიუტონივით "ვაშლის ხის" ქვეშ არ ჩამომჯდარვარ და არც სამეცნიერო ლაბორატორის ოსცილოგრაფები და ხელსაწყოები გამომიყენებია. ეს სტრუქტურა, წერის ხელწერა და ბევრი სხვა რამ, რომელიც წიგნის დასაწერად მწერალს სჭირდება, გონებაში მომწიფდა და ქაღალდზე წყაროს ჩუხჩუხით გადმოიღვარა. წიგნში მოთხრობილია ყველაზე და ყველაფერზე, რაც წამიკითხავს, ყურებით მომისმენია და თვალებით დამინახავს და კიდევ ... რაც გამიაზრებია და შინაგანად მიგრძვნია. ზოგიერთი არაკის წერისას ცრემლიც დამიღვრია და ზეცაშიც მიფრენია, დიდ წინაპრებთანაც მისაუბრია. "ცხოვნების ფილოსოფია" გახლავთ ერთგვარი სინთეზური რომანი. შედგება სამი დამოუკიდებელი წიგნისაგან, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ, ადამიანის ყოფიერების არსის აბსურდულობის ჭეშმარიტება, მისი შინაგანი მისწრაფება, სულიერება და სიცოცხლის იდილია. პირველი წიგნი "ბოროტების ფილოსოფია" ორნაწილიანია. შესაბამისად: "სისხლით გაჟღენთილი პლანეტა" და "მიზანი." მეორე წიგნიც "სიკეთის ფილოსოფია," ასევეა: "კოდი ერთი, ცხრა ერთი" და "აღსარება." ხოლო მესამე წიგნი "სამართლის ფილოსოფია," ერთნაწილიანია. ყოველ გარკვეულ თავებს მოსდევს "რიგითი" თუ "რიგგარეშე" არაკი, "ამბავი" და "გადახვევა," რომლებიც აგრეთვე დამოუკიდებელი ნაწარმოებებია, მაგრამ ამ თავებს შინაარსით შეესაბამებიან. როგორც ზემოთ განვმარტე, "ცხოვნების ფილოსოფია" აღწერს ადამიანის სულიერ და "ხორციელ" მდგომარეობას დედამიწაზე და ის პირადად არავის ეძღვნება. ეს არ გახლავთ ამ წიგნის მიზანი და მისია. თუ ვინმე მასში საკუთარ თავს დაინახავს, ეს მისი საქმეა. მე, არც "ჭილობი" მაქვს და არც "მახათი" დამამშვიდებელს ვერაფერს შევთავაზებ. არც ეს გახლავთ ჩემი საქმე. წიგნში გამოყენებულია: პუბლიცისტიკა, იგავ-არაკი, ნოველა, მოთხრობა, ესე, დრამატურგია, პოემა, ლექსი, მიძღვნა, დიალოგი, მონოლოგი, ბიოგრაფია, იუმორი, სატირა, თეოლოგია, ისტორია, ფანტაზია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოლიტიკა, სამეცნიერო, დოკუმენტალური და სხვა ჟანრი ... და ყველაფერი, ერთად. ჩემი აზრით, ეს წიგნი ერთიან "კონტექსტში" წარმოადგენს თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის "ახალ სახეობას" (ჟანრს), რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს "სინთეზური რომანი." ყოველ შემთხვევაში, როგორც ავტორს, ალბათ უფლება მაქვს, მცირედით იქით გადავიხარო, საითაც "ჩემი გონება ქრის" და საკუთარ ქმნილებას ის ჟანრი შეურჩიო, რომელიც თავად მომწონს. თუ მკითხველი ბოლომდე წაიკითხავს ტრილოგიას, დარწმუნებული ვარ ჩემს "გადახრას" მართებულად მიიჩნევს და კითხვებიც არ გაუჩნდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სკეპტიკოსთა წარმომადგენლები არათუ წაიკითხავენ, არც გადაფურცლავენ წიგნს და ყდაზე მითითებული "სინთეზური რომანის" გამო, კოცონზე შესაბრაწად გამიმეტებენ: "ასე და ისეო, ამ ვიღაც ავანტურისტ-მამაძაღლმა ლიტერატურაში "ფეხი გამოყო" და სისულელეებით გზა-კვალს გვიბნევსო!" ... რას ვიზამ? ...ვერაფერსაც ვერ ვიზამ! ... გულს და ჩემს დროს დაველოდები ... დროს, რომელიც აუცილებლად დადგება! ამის ისე მჯერა, როგორც ის, რომ ეს წიგნი ჩემი დაწერილია და წერის სტილი თუ მანერა ჩემს მიერ არის მოფიქრებული. თუ იმას მეტყვით: "ამგვარი სტილი, ჩემი მოფიქრებული არ არის და ამაში ახალი არაფერია" - მე გიპასუხებთ: "ახალი კარგად დავიწყებული ძველია" და ადამიანი ისეთს ვერაფერს მოიფიქრებს, რომელიც მატერიალურ სამყაროში ამა თუ იმ ფორმით არ გვხვდება. ეს გახლავთ ხილული სამყაროს აქსიომა და მტკიცებულების ფორმით არ განიხილება ... თუ მავანს სჯერა, რომ ამქვეყნად, იმქვეყნიური ფილოსოფიით ცხოვრობს, ეს უკვე ფსიქიატრიის საკითხია და მე ვერ ვუშველი. "იმქვეყნიურით," "ამქვეყნიურში" მხოლოდ აზროვნება შეიძლება და არა ცხოვრება, ადამიანი ასეა შექმნილი.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები