ქართული ალტერნატიული პროზა

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3378

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

სოსო პაიჭაძის მოთხრობების კითხვისას ისეთი შთა­ბეჭდილება იქმნება, თითქოს დანისლულ ტყეში მიაბი­ჯებდე. ეს ნისლი ხანდახან შეთხელდება, მაგრამ არ იფანტება და სასიამოვნო სიგრილით ავსებს სხეულს... ამ არაჩვეულებრივი მწერლის პროზა მრავალი თვალსაზრისით არის გამორჩეული, უწინარეს ყოვლისა კი არაორდინარული ზნეობრივი პრობლემების წამოჭრა-­დამუშავებით, რაც ორიგინალური მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების გამოყენებით ხდება. სოსო პაიჭაძე მოცულობითი სინტაქსური კონსტრუქ­ციების არქიტექტორია, ინფორმაციით მეტისმეტად გაჯერებული ვრცელი სინტაქსური პერიოდებით მოგვითხრობს იგი თავისი პერსონაჟების უცნაურ თავგადასავლებს. ასე აღწევს ის რამდენიმე თანადროული მოვლენისა თუ განცდის, და მათთან ერთად ზოგჯერ, როცა საჭიროა, ადრე მომხდარისა თუ აწი მოსახდენის, ადრე განცდილისა თუ აწი განსაცდელის, ლამის სინქრონულად შეგზავნას მკითხ­ველის ცნობიერებაში. თხრობის ამ მანერის მიზანი ის უნდა იყოს, რომ სამყარო შეძლებისდაგვარად აღვიქვათ როგორც ცალკეულ მოვლენებად დაუყოფელი, წარსულად და აწმყოდ დაუნა­წევრებელი მთლიანობა. დაუყოფელი, დაუნაწევრებელი და... ბურუსით მოცული. ეს ბურუსი მაგიური ძალის მქონე ბურუსია _ ცნობიერების დამბინდველი და სამაგიეროდ არაცნობიერის გამომაფხიზლებელი, მაკურნებელი თვისებით აღჭურვილი, კათარსისის ერთობ ხელშემწყობი ­გრილი, გრძნეული ბურუსი. ამ განწყობილების შექმნას წარმატებით ემსახურება აგრეთვე სოსო პაიჭაძისთვის დამახასიათებელი ვრცელი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეპიკური შედარებები, უაღრესად თავისებური და მახვილგონივრული, რთულად გადმოსაცემი განცდების მაქსიმალური სიზუსტით მიმტანი მკითხველამდე, _ ამ მოთხრობათა ავტორის დიდი მწერლური ­ოსტატობის უტყუარი დასტური. სოსო პაიჭაძის პროზა სამყაროს იდუმალების ლიტე­რატურული ანარეკლია, იდუმალებისა, რომლის შეგრძნე­ბის უნარი მასობრივად დაუჩლუნგდათ ადამიანებს თანა­მედროვე მერკანტილურ მსოფლიოში, რის შედეგადაც მათი ცხოვრება უფერული და უღიმღამო გახდა. ეს მოთხრობები შეეცდებიან გაგვიმძაფრონ სამყაროს იდუმალე- ბის განცდა, რათა მეტი ინტერესით შევხედოთ ქვეყნიე­რებასაც და ­საკუთარ თავსაც. ლევან ბრეგაძე

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-452-21-5
გამომცემლობაქარჩხაძის გამომცემლობა
გვერდები490
გამოცემის წელი2016