ლუსი ბარფილდს ძვირფასო ლუსი,
ეს ამბავი შენთვის დავწერე, თუმცაღა, როცა მის წერას ვიწყებდი, მაშინ სულ არ მიფიქრია, რომ გოგონები იმაზე უფრო სწრაფად იზრდებოდნენ, ვიდრე წიგნები იწერებოდა. ახლა შენ ზღაპრებისათვის დიდი ხარ, ხოლო იმ დროისათვის, როცა იგი დაიბეჭდება და წიგნად აიკინძება, კიდევ უფრო გაიზრდები. თუმცაღა, ერთ მშვენიერ დღეს, შენ იმ ასაკს მიაღწევ, როცა ზღაპრების კითხვას კვლავ დაიწყებ. აი, მაშინ, შეგიძლია, ზედა თაროდან ეს წიგნი ჩამოიღო, მტვერი გადააცალო და მასზე შენი აზრი მითხრა. მე, ალბათ, მაგ დროისათვის მეტისმეტად სმენადაქვეითებული მოხუცი ვიქნები და შენი ნათქვამიდან სიტყვასაც ვერ გავიგებ, თუმცაღა მაინც შენს მოსიყვარულე ნათლიად დავრჩები.
კ. ს. ლუისი