** შეჰპარვია სევდა ღამეს,
დარდი უგრძვნია გულსა,
საოცრად ვევნები წამებს,
წამებს დათვლილს და რთულსა.
მაწამებს ეს ნაზი მზერა,
სიყვარული სურს გულსა,
თვალწარმტაც საოცარ ღამეს,
შენით ვიამებ წყლულსა.
მეშინის უეცარ კვდომის,
ამ საოცრების მყურსა,
მწადია კვლავაც სიცოცხლე,
თუმც დარდი კვლავაც დუმსა.
მე ვეტრფი ცივ სამარეს ,
გადავარდნილსა გულსა,
თუმც, უცნაურად ღამე დუმს
და აღელვებს სულსა.
გავეცნო მინდა აჩრდილს ,
ამ ღამით საამურსა,
შურს უკვდავ თვალთა მზერას ,
ჩემი დარდიც კი შურსა.
ვენდობი იდუმალებს ,
დარდით ვიამებ გულსა,
როს ჩემთან მოხვალ ღამით,
ნუ გამიახლებ წყლულსა.