კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიები და ელექტრონული აკადემიური გამოცემა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4273
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მაია ნინიძე
გამომცემლობა
მაია ნინიძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"მეცნიერება და ფუნდამენტური კვლევები 21-ე საუკუნეში ციფრული ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ამ მხრივ არც ლიტერატურათმცოდნეობა და დარგის „საძირკველი“ - ტექსტოლოგიაა გამონაკლისი. დღეს მსოფლიოში ტექსტოლოგიურ და საგამომცემლო კვლევებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკმაოდ მდიდარი გამოცდილება არსებობს, საქართველოში კი, ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგში ინფორმაციული ტექნოლოგიები მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს. შესაბამისად, თანდათან უფრო მწვავედ იკვეთება მსოფლიო გამოცდილებებთან დაახლოებისა და მათი ადაპტირების საჭიროება. ეს პროცესი ნიადაგს მოუმზადებს საქართველოში თანამედროვე, ინტერდისციპლინური, აკადემიური გამოცემების მომზადებას. მაია ნინიძის მონოგრაფია ამ მიმართულებით გადადგმული პირველი და უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. წიგნი, ერთი მხრივ, აჯამებს თანამედროვე ტექსტოლოგიური კვლევების მსოფლიო გამოცდილებას, ძირითად წანამძღვრებსა და მეთოდოლოგიებს, მეორე მხრივ, გვაცნობს პრაქტიკულ კვლევებს, რომლებიც ავტორის მიერ აღნიშნული მიდგომებისა და პრინციპების საფუძველზეა შესრულებული. წიგნის უდავო ღირსებაა ის, რომ მასში მონიშნულია ყველა ნაპრალი, რომელთა ამოვსების გარეშეც წარმოუდგენელია დარგის შედეგიანი განვითარება. ნაშრომს აქვს მაღალი თეორიული და პრაქტიკული ღირებულება, ამდენად, იგი თავისი არსით მონოგრაფიაც არის და სახელმძღვანელოც. კვლევის ის მეთოდები და ტექნოლოგიები, რომლებიც წიგნშია წარმოდგენილი, შემუშავდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილ ორ ფუნდამენტურ პროექტზე - „ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა“ და „ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“ - მუშაობის პროცესში. წინამდებარე მონოგრაფია-სახელმძღვანელო დახმარებას გაუწევს როგორც გამოცდილ მეცნიერებს, ისე დამწყებ მკვლევარებს, სტუდენტებს, ლიტერატურის ისტორიითა და ტექსტოლოგიური საკითხებით დაინტერესებულ მკითხველებს. ის, რომ წიგნი ელექტრონულია, არის ერთგვარი გზავნილი - უახლოეს მომავალში აკადემიური გამოცემებიც ამ მოქნილ, ინფორმაციულად ტევად და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფორმატში მოგვევლინება." - ქეთევან გიგაშვილი
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები