სულის სამზეო
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4002
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მაია ქავთარაშვილი
გამომცემლობა
მარას წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"ქართული სიტყვა ათასწლეულებს ითვლის, ქართული პოეზია – საუკუნეებს. ძნელია, საქართველოში ვინმე ლექსით გააკვირვო; მით უფრო, რთული – პოეტის მანტია მოისხა. თითქოს ყველაფერი ითქვა-გაირითმა და სრულყოფილების ზღვარს არათუ მიაღწია, გადააბიჯა, მაგრამ ეს მაინც არ არის დასასრული; ეს პროცესია და ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია მაიკო ქავთარაშვილის ლექსების კრებული – ორგანულად ქართული, ოღონდ განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე წაგვიკითხავს. მე მხვდა პატივი მისი ლექსების რედაქტირების, თქვენ კი გიწვევთ ფიქრების მიღმა ამზიანებულ სამყაროში, სადაც სევდა და სიხარული, ტკივილი და ბედნიერება, სიხარულის თუ მწუხარების ცრემლი ერთმანეთს ავსებს და სამყაროს ჰარმონიას გაზიარებს. მაიკოს პოეზიას არ სჭირდება ქება-დიდება და სიტყვაკაზმული შეფასება, ამიტომ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ წინ უდიდესი სიამოვნება გელოდებათ. და ეს მხოლოდ დასაწყისია… პატივისცემით, ნინო ხაჩიძე"
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები