ქალაქური ზღაპარი

რეიტინგი

1 / 5

ნახვა

2680

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ქალაქური ზღაპარი გამორჩეული ისტორიაა რომელიც ეხება, ახალგაზრდა წყვილის, ბედიას და ნატალის სასიყვარულო ისტორიას. ბედია რომელიც ბავშვობის მეგობარ ნატალიზეა შეყვარებული გოგნასთან მიემართება რათა გრძნობებში გამოუტყდეს, მაგრამ ამ დროს მის თვალწინ ნატალის მანქანა ეჯახება და გოგონა, სიკვდილის პირას მიყავს. სასოწარკვეთილი ბედია დასახმარებლად მაგიით გატაცებულ ბიძას მოუხმობს რომელიც მას ასწავლის თუ როგორ უნდა მოხვდეს ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ის შეძლებს რომ იპოვოს ჯადოსნური ჯოხი რომელიც ნატალის სიცოცხლეს დაუბრუნებს. სწორედ აქ ჩნდება ჯადოსნური ხე ჯიმი რომელიც ნატალის ეზოში ხარობს, და შემდგომში გმირებისთვის ერთგვარ პორტალს წარმოადგენს ზღაპრებისა და რეალურ სამყაროს შორის. ჯიმის დახმარებით ბედია გადადის ზღაპრულ სამყაროში სადაც ის პრინცს ხვდება, რომელიც მძინარე მზეთუნახავის საძებრად მიემართება ბედია რა თქმა უნდა მას დახმარების ხელს თავაზობს, რადგან მან ყველა ზღაპარი ბავშვობიდან კარგად შეისწავლა. ამგვარად ბედია იწყებს სხვადასხვა ზღაპრებში მოგზაურობას ჯადოსნური ჯოხის ძებნაღი და კეთილი გმირებიც ყველაფერს აკეთებენ რათა მას დაეხმარონ. საბოლოოდ პრინცესები კონკია ფიფქია და მძინარე მზეთუნახავი ჯადოსნური ჯოხით, რეალობაში ინაცვლებენ და ნატალის სიცოცხლეს უბრუნებენ, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს ეცნობიან და სწორედ აქედან იწყება ორი მთავარი გმირის ნატალისა და ბედიას მეგობრობა ზღაპრულ პერსონაჟებთან. თუმცა ქალაქური ზღაპრის ეს მხოლოდ შესავალია. სულ მალე ისტორიას ემატებიან სხვადასხვა გმირები, მათ შორის პატარა უცხოპლანეტელი მიმიც და რაღათქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს ნატალის ერთგული ძაღლი ბურანი, რომელიც გამუდმებით გვერდში უდგას და ეხმარება თავის მეგობრებს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაბერიკა
გამოცემის წელი2015